FM97.5 / LIVE

ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

მთავარი 22.04.2014
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები დაავადებების - ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის საწინააღმდეგო აცრა, 674 783 სულ ცხოველს ჩაუტარდება, 1,528,432 სული პირუტქყვი კი თურქულზე აიცრება.

ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯილეხზე უკვე ვაქცინირებულია 43 944 სული პირუტყვი. წინა წლებში ჯილეხზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო ვაქცინაცია წელს მასიურად განხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში, გამომდინარე ჯილეხის გავრცელებისა და არაიმუნური ცხოველების დაავადების მაღალი რისკიდან (როგორიცაა ცხოველთა სამარხები, ჯილეხის აღმძვრელით დაინფიცირებული სხვადასხვა კერები, გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიები), ვაქცინაცია ჩატარდება ჯილეხზე არაკეთილსაიმედო ტერიტორიებზე - მანიფესტურ კერებში.

აცრები ჩატარდება იმ სოფლებში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილი ჰქონდა ადამიანის ჯილეხით დაავადების ფაქტს.

რაც შეეხება თურქულს, ქვეყნის მასშტაბით 1528432 სული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრება. მათ შორის: სამცხე-ჯავახეთში - 203814, შიდა ქართლში - 83474, კახეთში - 429906, ქვემო ქართლში - 270144, მცხეთა-მთიანეთში - 44502, იმერეთში - 182533, რაჭა-ლეჩხუმში - 19859, სამეგრელოში - 151950, გურიაში - 48684, აჭარაში - 79385, თბილისში - 8112, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე - 6069 სული შინაური ცხოველი.

ჯილეხი და თურქული განსაკუთრებით საშიში, ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები ინფექციური დაავადებებია, რომლებიც დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ჩატარდება. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხოლო ვაქცინა უსაფრთხოა პირუტყვის ჯანმრთელობისათვის.

ვაქცინაციის პარალელურად, განხორციელდება პირუტყვის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებების სრულფასოვნად ჩატარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმდა 500-მდე ვეტერინარი.

[sknews.ge]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს
ცხოველთა დაავადებები და ვაქცინაცია [Video]