საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა

მთავარისაზოგადოება 13.07.2012
საფეხბურთო სეზონი იწყება, თუმცა ”მესხეთი” ახალ სეზონზე თამაშს ვეღარ შეძლებს, რადგან არაერთხელ შემდგარი გუნდი ისევ დაიშალა. რა გახდა ”მესხეთის” დაშლის მიზეზი - უსახსრობა თუ სამწვრთნელო შტაბის არაკვალიფიციურობა

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ”მესხეთი” გასულ წელს, ახალციხელი ბიზნესმენის ნიკა სარჯველაძის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა. ნიკას მამა, ასევე ბიზნესმენი ნუგზარ საჯველაძე გუნდს გასულ წლებში აფინანსებდა. ახლა ”მესხეთს” ეს დაფინანსებაც შეუწყდა.

- ”სარჯველაძე გუნდს ისევ დააფინანსებს, თუ თანადაფინანსება ადგილობრივ გამგეობიდანაც იქნება”,- ამბობს საფეხბურთო კლუბ ”მესხეთის” მეკარე გელა ძამუნაშვილი.

რატომ შეუწყდა გუნდს დაფინანსება, ამაზე ბიზნესმენი ნუგზარ სარჯველაძე არ საუბრობს. მისი თქმით, დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მისი შვილმა, ნიკა სარჯველაძემ მიიღო.

გუნდი დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს. ფეხბურთელები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გელა დემეტრაძეს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და გუნდის დაფინანსება სთხოვეს, თუმცა, მათ დემეტრაძისგან დაპირება ვერ მიიღეს.

- ”საქართველოს ჩემპიონატთა პირველ ლიგაში მონაწილეობისთვის განაცხადი ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს შეტანილი. პასუხს 10 ივლისისთვის მივიღებთ. იმედი გვაქვს გარკვეულ დახმარებას მაინც მივიღებთ”,-ამბობს ძამუნაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობიდან ”მესხეთის” ფინანსური მხარდაჭერისთვის, ბოლოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო. მას შემდეგ გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არანაირი დაფინანსება არ მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დაიშალა რამდენიმე ფეხბურთელი ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მაინც ყოველდღე ვარჯიშობს.

- ”თითქმის 10 წელია რაც ”მესხეთის” გუნდში ვთამაშობ, ძალიან გაგვიჭირდება თუ გუნდი დაიშლება, უმრავლესობის ერთადერთი საქმე და შესაბამისად შემოსავლის წყაროც ფეხბურთია”,-ამბობს ფეხბურთელი გრიშა გევორქიანი.

გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძეც. მისი თქმით, გარკვეული მიზეზების გამო ”მესხეთი” ახალ სეზონზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს: ”ახალი სეზონი იწყება, გუნდები უკვე ემზადებიან, თუმცა უსახსრობის გამო ”მესხეთი” ერთ ადგილზეა გაყინული. მათ ერთადერთი კერძო დაფინანსებაც შეუწყდათ. რამდენიმე წელია გუნდს ბიზნესმენები, მამა-შვილი ნიკა და ნუგზარ სარჯველაძეები აფინანსებენ, სადამდე შეძლებდნენ ეს ადამიანები მარტო გუნდის დაფინანსებას?! მათ გვერდით სხვაც უნდა ამიუდგეს”.

მაისურაძე სამწვრთნელო შტაბის შეცვლისა და გუნდის გადახალისების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან გუნდის წარმატება მწვრთნელზეა დამოკიდებული: ”სათანადო კატეგორიის მწვრთნელები არ გვყავს, ამიტომ რამდენი ფულიც არ უნდა მივცეთ გუნდს, შედეგი მაინც არ ექნება”.

მაისურაძის თქმით, გუნდს სავარჯიშოდ ყველა ინვენტარი აქვს, მათ თანხა ძირითადად ფეხბურთელების ხელფასებისთვის, ტრანსპორტირებისა და კვებისთვის სჭირდებათ: ”გასულ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 100 ბურთი გამოგვიგზავნა. გარდა ამისა, გვაქვს ფორმებიც, ფიშკები, მარკერები და სხვა ვარჯიშისთვის საჭირო ნივთები”.

”მესხეთი” უმაღლეს ლიგას 2009 წელს გამოეთიშა. ლიგიდან გათიშვის შემდეგ გუნდმა ასპარეზობა კვლავ პირველ ლიგაში დაიწყო. 2009 წლის აგვისტოში გუნდი ნიკა სარჯველაძემ იყიდა, თუმცა ”მესხეთმა” ამჯერადაც ცოტახნით, მხოლოდ ერთი წელი იარსება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კლუბს სათავეში კვლავ ნიკა სარჯველაძე ჩაუდგა. გუნდმა სამწლიანი გეგმაც შეიმუშავა. ”მესხეთი” პირველ ლიგაში ლიდერებს შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ემზადებოდა, ასევე დაგეგმილი იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაც.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

22.02.2017 205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

22.02.2017 ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

22.02.2017 ახალციხე დღეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
ახალგაზრდული გადაცემა: უფულო ფეხბურთელები [Video]
ადიგენში ფეხბურთის ტურნირი გამგეობის გუნდმა მოიგო
სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან