FM97.5 / LIVE

რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.04.2014
სამცხე-ჯავახეთში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 29 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება; წლის ბოლომდე კი ერთი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება. ამასთან ერთად, რეგიონში კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება.

რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამცხე-ჯავახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება: ასპინძის მუნიციპალიტეტში იდუმალას და ჭობარეთის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორენიას, მაჯადიას, კოთელიას, ბურნაშეთის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყულალისის, ორლოვკას, როდიონოვკას, პატარა არაგიალის, უჩმანას, ღაურმას, დილისკას, ფოკის, სპასოვკის პირველ და ნინოწმინდაში მდებარე 4 სკოლაში; ასევე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოლითის, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი წყალთბილის, ჭვინთის, ნაოხრების, ანდრიაწმინდის, წნისის, ღრელის, გურკელის სკოლებში; გარემონტდება ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლა და პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“.

გარდა ამისა წლის ბოლოსთვის სამცხე-ჯავახეთში კიდევ ორი ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება, ერთი ახალქალაქში სოფელ ბუღაშენში, მეორე კი ადიგენში სოფელ არალში. ბუღაშენში სკოლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება 21 ოქტომრისთვის იგეგმება, არალში კი 151 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დაიწყება.

„იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეთ, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა გადაუგზავნეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია და თუ არის ისეთი სკოლები, რომლებსაც რეაბილიტაცია უფრო მეტად ესაჭიროება ვიდრე ჩამონათვალშია მითითებული, ამ სიაში ცვლილებები შევა“, - გვიხსნის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ია გოგატიშვილი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის ნაცვლად დაესწრო განათლების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან გამართულ შეხვედრას.

სანიკიძემ აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ამ პროცესებში გუბერნატორების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართვაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ მიზნით სამინისტრომ გარკვეული თანხა გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომაროება და შესაბამისად დაგეგმა მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ‘სამცხე-ჯავახეთში 15 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდება’
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
არალში ახალი სკოლა აშენდება
ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება