FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა

მთავარიპოლიტიკა 17.04.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს, 17 აპრილს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომლებსაც განაცხადი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ორი უფროსი სპეციალისტი უნდა შეარჩიონ. დღეს გამართულ გასაუბრებაზე 39 კონკურსანტიდან 14 არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, კონკურსის მეორე ტური, გასაუბრებები, გუბერნიაში 14 აპრილს დაიწყო. პირველ დღეს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე 7, სპეციალისტის ვაკანსიაზე კი 22 კანდიდატი იყო, ამთგან გასაუბრებაზე მხოლოდ 18 აპლიკანტი გამოცხადდა.

15 აპრილს კი გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში საქმისწარმოებისა და იურიდიული საკითხების სპეციალისტების ვაკანსიაზე ჩატარდა. საქმის მწარმოებლის პოზიციაზე 19, იურისტის ვაკანსიაზე კი 13 განაცხადი იყო შესული. 32 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 12 არ გამოცხადდა.

16 აპრილს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, ვისაც განაცხადი ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი. 24 აპლიკანტიდან გასაუბრებაზე 8 არ გამოცხადდა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსანტებთან გასაუბრება მომავალი კვირიდან გაგრძელდება. 22 აპრილს გასაუბრება რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის ვაკანსიებზე ჩატარდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში აპარატის უფროს სპეციალისტებს არჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
გუბერნიაში კონკურსანტების ნახევარი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა
ახალციხის გამგეობაში 20 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 17 გამოცხადდა
ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა