FM97.5 / LIVE

'დარგე შენი მომავალი' - გამწვანების აქცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 17.04.2014
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ახალციხის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 3 500 ნერგს დარგავენ.

'დარგე შენი მომავალი' - გამწვანების აქცია ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 500 ძირი იფანის, ნეკერჩხლისა და მუხის ხე დაირგვება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხეებს ქალაქში ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და რაბათში, ახალციხის ციხეში რგავენ. აქციაში ჩართულია მუნიციპალიტეტის 47-ვე სოფელიც, რომლებსაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი 3 500 ძირი ნერგი თანაბრად გადაუნაწილდათ.

„ქალაქში სულ 200 ძირი დაირგვება. რამდენიმე ძირი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც გავუნაწილეთ, ტბაზე დაახლოებით 150 ძირი იფანი და ნეკერჩხალი დავრგეთ. რაბათში ციხის კი ადმინისტრაცია რგავს“, - ამბობს ახალციხის რწმუნებული დავით სამსონიძე.

მისივე თქმით, ხეების დასარგავად აღნიშნული ადგილები შემთხვევით არ შეურჩევიათ. ტბაც და ახალციხის ციხეც დაცული ტერიტორიაა და აქ დარგულ ხეებს მომავალშიც მოუვლიან.

აქციაში ქალაქის დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც არიან ჩართული. სახანძრო სამსახურის უფროსის პაატა კბილაშვილის თქმით, ვიდრე ტბას წყლით გაავსებენ, ნარგავებს თავად მოუვლიან.

გამწვანების აქცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტისთვის (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე და ბორჯომი) იფანის, ნეკერჩხალისა და მუხის 14 000 ნერგია გამოყოფილი. ბუნებრივი პირობების გამო, გამწვანების აქცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჯერ არ დაწყებულა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”
სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო
ბორჯომის პარკში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე 100 ძირი ხე დაირგო
ახალციხის ტბის მიმდებარედ 70 ძირი ფიჭვი დარგეს
’დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე’
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]