FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.04.2014
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ახალქალაქში, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, საერთო საცხოვრებელი ექნება; აგრარული მიმართულების სპეციალობების გაძლიერების შემთხვევაში კი, საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერას მიიღებს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
16 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. რეგიონში ვიზიტი მინისტრმა ახალქალაქიდან დაიწყო. თამარ სანიკიძემ ის ობიექტი მოინახულა, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსისთვის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი უნდა განთავსდეს. მისი განცხადებით, ვინაიდან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალციხე-ახალქალაქს შორის ხშირი მიმოსვლა უწევთ, საერთო საცხოვრებლის არსებობა აუცილებელია.

„მოვამზადეთ პროექტი იმისთვის, რომ უნივერისტეტს აღვუდგინოთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. შემდეგი ნაბიჯები იქნება სასწავლო კორპუსთან მიმართებაში, ასე რომ, ამ კუთხით ინტენსიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა.

სანიკიძის განცხადებით, სამინისტროში შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს. მინისტრი ფიქრობს, რომ ახალქალაქის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები უწყებათაშორის კომისიაზე დადებითად გადაწყდება და სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 800.000 ლარი გამოიყოფა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის თქმით, ახალქალაქის საერთო საცხოვრებელში დაახლოებით 200 სტუდენტი შეძლებს ცხოვრებას. ბერიძე ამბობს, რომ საერთო საცხოვრებლის გაკეთებას ახალციხეშიც გეგმავენ: „მივმართეთ რამდენიმე ორგანიზაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყოფილ სასაზღვრო ნაწილში არსებული შენობის გადმოცემა გვინდა. ჯერ პასუხი არ ჩანს“.

დღის მეორე ნახევარში თამარ სანიკიძე ახალციხეს ესტუმრა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა. მინისტრმა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებს გააძლიერებს, სამინისტრო მას სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.

„პედაგოგის პროფესია ცოტა არ იყოს დაგვიბერდა. ჩვენ რაც ვნახეთ, სტატისტიკა შევისწავლეთ, საშუალო ასაკი იმაზე გაცილებით მეტია, რაც უნდა იყოს წესით ამ პროფესიაში. დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩემი თხოვნაა თუ შეიძლება გააქტიუროთ პედაგოგიკის მიმართულება. გარდა ამისა, აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა -არის ის მიმართულებები, რომლისთვისაც ჩვენ ყველანარი მხარდაჭერა შეგვიძლია აღვუთქვათ უნივერსიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ იმაში, რისი პოტენციალიც გაქვთ, ხელს არ შეგიწყობენ. მაგრამ, ის რაც ვიცით, რომ გადაუდებელი საჭიროებაა და ნამდვილად გვჭირდება, წინა პლანზე გადმოვწიოთ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მერაბ ბერიძის განცხადებით, ახალციხეში აგრარული მიმართულება განვითარებულია, რაც შეეხება ახალქალაქს, ამ კუთხით მუშაობას ახალქალაქშიც გეგმავენ.

„ამ კუთხით, ცხადია, აქამდეც ვფიქრობდით. მინისტრის ეს განცხადება, დახმარების შესახებ, ძალიან ბევრს გულისხმობს და ნიშნავს“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი დატოვა
სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე
ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს