FM97.5 / LIVE

პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე

მთავარისამართალი 16.04.2014
სამთვიანი ლოდინის შემდეგ, 16 აპრილს, პროკურორმა რევაზ მამადაშვილმა, ადიგენის ყოფილი გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა წაიკითხა.

პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი რევაზ მამადაშვილი საბოლოო სიტყვას 2 საათსა და 40 წუთს კითხულობდა. ამ ხნის განმავლობაში მამადაშვილი ცდილობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის სიმონ პარუნაშვილისთვის, მისი ყოფილი მოადგილის რატი ტატალაშვილისა და გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის ჯემალ იაკობაძესთვის წარდგენილი ბრალი დაესაბუთებინა.

„პარუნაშვილთან, ტატალაშვილთან და იაკობაძესთან დაახლოებულმა პირებმა სარგებელი მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ისინი ამას შეგნებულად ახორციელებდნენ“, - ამბობს მამადაშვილი და ამატებს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ფულის ირაციონალურად ხარჯვის გამო ჩაიდინეს.

მისი მტკიცებით, ბრალდებულებმა კარგად იცოდნენ იმის შესახებ, რომ ტენდერში, რომელში მონაწილეობასაც „ადიგენი 2009“ იღებდა, ინტერესთა კონფლიქტი იყო, რადგან „ადიგენი 2009“-ას 100 %-იანი წილის მფლობელი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი მთავარ სპეციალისტი და სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი, გელა აღლემაშვილი იყო.

„კომისიის ყველა წევრი ვალდებული იყო განეცხადებინა, რომ აღლემაშვილი ინტერესთა კონფლიქტში იყო და მისი დისკვალიფიკაცია მოეხდინა, მაგრამ არცერთმა მათგანმა ეს არ გააკეთა. ამიტომ ოთხივეს (გელა აღლემაშვილსაც („ს.კ“) ბრალი 332-ე მუხლით წარედგინათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“, - განაცხადა მამადაშვილმა და დაამატა, რომ პარუნაშვილის, ტატალაშვილისა და იაკობაძის ხელშეწყობით აღლემაშვილმა გამორჩენა 54 ათასი ლარი მიიღო.

მისი თქმით, ხშირად სვამდა დაცვის მხარე კითხვას, იმის შესახებ თუ რა უპირატესობა მიანიჭეს აღლემაშვილს მაშინ, როცა მას ტენდერში მონაწილეობისას კონკურენტი არ ჰყავდა: „დანაშაული ისაა, რომ მათ ეს პირი უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე კანონიერი ინტერესებია. სახელმწიფოს დადგენილი წესებით უნდა ემოქმედათ ბრალდებულებს და არა თავიანთი დადგენილი წესებით“.

მისივე თქმით, ასევე, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდებულებმა ტენდერში ანტონ მერაბიშვილის ფირმა „ნამქერს“, მაშინ როცა მისთვის მინიმუმ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება მაინც უნდა მოეთხოვათ, რადგან მას დოკუმენტებში 49 სანათის ნაცვლად 149 ჰქონდა მითითებული: „ბოროტად გამოიყენეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება, „ნამქერს“ დისკვალიფიკაცია არ მიანიჭეს და ასე ამ ფირმამ ზედმეტად მიიღო 4,729 ლარი“.

მამადაშვილის მტკიცებით, „ნამქერმა“ ასევე სარგებელი ნახა იმითაც, რომ გარე განთების მოსაწყობად მეორადი ბოძები გამოიყენა, მაშინ როცა თანხა ახალი ბოძების საყიდლად ჩაერიცხა.

მომავალ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვებს დაცვის მხარის წარმომადგენლები წაიკითხავენ. ამის შემდეგ მხარეებს შორის პაექრობა გაიმართება, ასევე დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ ბრალდებულები.

მომავალი სასამართლო პროცესი 1 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. ამ პროცესის შემდეგ მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი 2013 წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. გამოძიება პარუნაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გულგრილობას ედავება. მას ტენდერში მონაწილე კომპანიისადმი მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342–ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთ ბრლადებულთან გელა აღლემაშვილთან განრიდება გაფორმდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე
რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე
ადვოკატი: ადიგენის გამგებელი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს