FM97.5 / LIVE

ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს

მთავარისამართალი 16.04.2014
ორი ჩავარდნილი სასამართლო პროცესის შემდეგ, ადიგენის უფლებაშეჩერებული გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორი რევაზ მამადაშვილი საბოლოო სიტყვას კითხულობს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
შეგახსენებთ, პროკურორს საბოლოო სიტყვა აქამდე უნდა წაეკითხა, თუმცა, პროკურორის გამოუცხადებლობის გამო პროცესი ორჯერ გადაიდო.

20 მარტს, პროკურორი რევაზ მამადაშვილი, რომელსაც საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე და 22 დღე ჰქონდა, პროცესზე არ გამოცხადდა. მის ნაცვლად მისულმა გელა მაღრაძემ კი განაცხადა, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა და ამიტომ, საბოლოო სიტყვას მამადაშვილის ნაცვლად თავად ვერ წაიკითხავდა.

იგივე განმეორდა 4 აპრილსაც. მაშინ მამადაშვილის ნაცვლად პროცესზე ელიზავეტა დურგლიშვილი მივიდა, თუმცა, იგივე მიზეზით საბოლოო სიტყვა არც მან წაიკითხა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ გზით პროკურატურა საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.

მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე წაიკითხავს საბოლოო სიტყვას, საბოლოო სიტყვისთვის ადვოკატები და ბრალდებულები მოემზადებიან, შემდეგ კი საბოლოო პროცესი, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღე დაინიშნება.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი 2013 წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. გამოძიება პარუნაშვილს
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გულგრილობას ედავება. მას ტენდერში მონაწილე კომპანიისადმი მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342–ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე
პროკურატურა ადიგენის ყოფილ გამგებელს ბრალს ვერ უსაბუთებს?
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ადიგენის გამგებლის სასამართლო დღეს 10 წუთში დასრულდა
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო