ახალციხეში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 11.07.2012
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დღეს რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გელა მაისურაძეს, მწვრთნელებს, გუნდისა და საფეხბუთო კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საფეხბურთო სკოლების სპორტსკოლისგან გამოყოფისა და ლიცენზირების საკითხებზე იმსჯელეს

ახალციხეში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე იმსჯელეს

შეხვედრის ინიციატორი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე იყო. მისი თქმით, ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი იურიდიული საკითხების მოგვარებაა.

- ”თითქმის ყველა რეგიონში გამოსწორდა მდგომარეობა და ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბები. აუცილებელია სკოლები ფედერაციაში გაწევრიანდნენ, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია მათი კონტროლის ბერკეტი და შესაბამისად იურიდიულად გვეზღუდება მათი დახმარების უფლება”, - ამბობს გელა მაისურაძე.

შეხვედრაზე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეც ისაუბრეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული განყოფილების უფროსმა კესო ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია მოხდეს საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება. ამისათვის, სკოლას გარკვეული დოკუმენტაციის შეგროვება დასჭირდება. მათ უნდა ჰქონდეთ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომ ნამდვილად არსებობენ, აქვთ წესდება, რომელიც მიმართულია ფეხბურთის განვითარებაზე, აქვთ შესაბამისი მატერიალური ბაზა და ა.შ.

- ”აგრეთვე, ის, რომ აღიარებს ფეხბურთის ფედერაციას, ფიფასა და უეფას დებულებებს და აქედან გამომდინარე, შემოდის იმ დიდ საერთაშორისო დონის ორგანიზაციის სივრცეში რომელსაც ფიფა და უეფა ქვია. მათი ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოში კი არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია”, - ამბობს კესო ჩხიკვაძე.

შეხვედრას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბების, გუნდებისა და სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, აუცილებელია საფეხბურთო სკოლები სპორტსკოლას გამოეყოს, ეს ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას რეგიონში.

- ”მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს, იმსათვის რომ კარგი შედეგი მივიღოთ და ის არ დაგვემართოს, რაც ”მესხეთს” დაემართა. მისი დაშლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ადგილობრივი კადრები არ ჰყავდათ”, - განაცხადა საფეხბურთო კლუბის ”ვარძიის” პრეზიდენტმა პავლე ფოცხვერაშვილმა.

შეხვედრას, რომელიც ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის ახალდანიშნული გუბერნატორი, ივანე წიკლაურიც უნდა დასწრებოდა. თუმცა, იგი მხოლოდ დისკუსიის დასასრულს გამოჩნდა, ფეხბურთის კლუბებისა და გუნდების წევრებს დახმარებას დაჰპირდა, ჟურნალისტებთან კი კომენტარი არ გააკეთა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

22.02.2017 205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

22.02.2017 ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

22.02.2017 ახალციხე დღეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
ახალციხეში მინი–ფეხბურთის ტურნირი იწყება
ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე
ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
ახალციხის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა