FM97.5 / LIVE
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს

ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს

მთავარისამართალი 15.04.2014
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა, იმავე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაშია და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, საპატიმრო გირაოთი დღეს, 15 აპრილს შეეცვალა.

ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
ბორჯომის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ზ. ლ-ს ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, დღეს გამართულ მორიგ სასამართლო პროცესზე დააყენა.

„გასულ პროცესზე, პროკურორების დაკითხვისას, შევქმენი საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა დამეყენებინა. პატიმრობის შეცვლა 10 ათასი ლარის საპატიმრო გირაოთი მოვითხოვე და მოსამართლემ შუამდგომლობა დამიკმაყოფილა“, - ამბობს ბარძიმაძე და ამატებს, რომ როგორც კი გირაოს უზრუნველყოფას შეძლებენ ზ.ლ. ციხეს დატოვებს.

ზ.ლ. შვიდი თვეა რაც პატიმრობაში, გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება. მას ბრალდების მხარე ყალბი ჩანაწერის გაკეთებასა (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას ( სსკ-ის 371-ე მუხლი) ედავება.

იგი 2013 წლის 19 ოქტომბერს იმ საქმის გამო დააკავეს, რომელზეც ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანსა და მის თანამშრომლებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამავე წლის 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

მოგვიანებით, 17 დეკემბერს იგივე ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. საქმე ახალდაბის ეპიზოდს ეხება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 27 მაისს ახალდაბაში რესტორან „ბურჯებში“ მომხდარი ჩხუბის გამო 3 პირი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზ.ლ. ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში ყალბ მოწმედ სჭირდებოდათ და ამიტომ დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს
რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?
როგორ რეაგირებენ მთავარ პროკურატურაში მოქალაქეებისა და ჟურნალისტების განცხადებებზე
მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?