FM97.5 / LIVE

2014 წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები

მთავარისაზოგადოება 15.04.2014
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 პირველ სამი თვეში, გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამია, ვაჟების კი ნიკოლოზი.

2014 წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები
სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილი გოგონების 5 ყველაზე გავრცელებული სახელია:მარიამი - 676; ბარბარე - 505; ნინო - 480; ელენე - 474; ანასტასია - 453.

რაც შეეხება ვაჟებს, ¬ მშობლებმა არჩევანი შემდეგ სახელებზე შეაჩერეს:
ნიკოლოზი - 535; გიორგი - 514; ანდრია - 435; დავითი - 351; გაბრიელი - 348.

მარიამი და ნიკოლოზია ყველაზე პოპულარული სახელი 2014 წელს ახალციხეში დაბადებულ ახალშობილთა შორის. 2014 წლის პირველ სამ თვეში „სამხრეთის კარიბჭემ“ რუბრიკისთვის „კვირის ახალშობილები“, 10 მარიამი და 5 ნიკოლოზი გადაიღო.

გასული წლის ყველაზე პოპულარული სახელები კი, ახალციხეში, ბარბარე და გიორგი იყო. გასულ, 2013 წელს „სამხრეთის კარიბჭემ“ 19 ბარბარე და 13 გიორგი გადაიღო.

2014 წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელებირაც შეეხება ყველაზე იშვიათ სახელებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 2014 წელს აღრიცხულია ისეთი სახელები, როგორიცაა: ასლი, გიგანტი, ისრაილ, სიმზარ, ფაშა, შეიხ, მამული, მინა, რზა და სხვა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ 2014 წელს ყველაზე იშვიათი სახელი რიკარდუ დააფიქსირა. 2013 წელს კი გოგონებში - ქიშმიშა და ვაჟებში - ფილოსი.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

2013 წლის ახალშობილები 'სამხრეთის კარიბჭეს' ობიექტივში
ბარბარე ძინძიბაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
'სამხრეთის კარიბჭემ' ათი წლის იუბილე იზეიმა
თბილისის შემდეგ არჩევნებში ქალები ყველაზე აქტიურები ახალქალაქში იყვნენ
2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა