FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 14.04.2014
14 აპრილიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპი, გასაუბრება დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 14 აპრილს გასაუბრება ორ პოზიციაზე ტარდება. დღეს გასაუბრებას ის კონკურსანტები გაივლიან, რომლებსაც განაცხადი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის ვაკანსიებზე აქვთ შეტანილი. სამხარეო ადმინისტრაციაში გასაუბრება დილის 10:00 საათზე დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე 7, სპეციალისტის ვაკანსიაზე კი 22 კანდიდატია.

ხვალ, 15 აპრილს კი გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტების (საქმისმწარმოებლის და იურისტის) ვაკანსიებზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა. საბუთების მიღება 27 მარტს დასრულდა. 25 ვაკანსიაზე სულ 378 განაცხადი შევიდა. მეორე ეტაპზე კი 275 კანდიდატი გადავიდა. კანდიდატებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საკონკურსო კომისია შარჩევს. კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეა, მოადგილე კი მისი, როგორც გუბერნატორის, პირველი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი. კომისიის წევრები არიან შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სერვისცენტრის უფროსი ემზარ ევსტაფიშვილი, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი ვლადიმერ ზედგინიძე და სსიპ ეროვნული სატყეო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ანალიტიკოსი ელენე გოგოლაძე.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში აპარატის უფროს სპეციალისტებს არჩევენ
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია 2 ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელს შეარჩევს