FM97.5 / LIVE

”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს

მთავარისაზოგადოება 11.07.2012
ტურისტული სააგენტო ”მესხეთის ტურები” ახალ პროექტს იწყებს, რომელიც გიდების გადამზადებასა და მათ დასაქმებას გულისხმობს

”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს

სააგენტო ორი წელია არსებობს და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სხვადასხვა სახის ტურებს ახორციელებს. სათავგადასავლო, შემეცნებითი და კლიენტის სურვილის მიხედვით შედგენილი ტურები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეწყობა და ამ სერვისით, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი ტურისტები სარგებლობენ.

ტურისტული სააგენტოს რამდენიმე კვალიფიციური გიდი უკვე ჰყავს. თუმცა, ”მესხეთის ტურების” დამფუძნებლის გიორგი ნათენაძის თქმით, რეგიონში მიმდინარე მშენებლობების ფონზე სააგენტოს მომავალში სრული ტურისტული მომსახურებისათვის უფრო მეტი გიდი დასჭირდება.

პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 30 ახალგაზრდა გიდი გადამზადდება.

- ”უკვე დაიწყო შესარჩევი კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი მსურველების მიერ აპლიკაციების ფორმების შევსება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება”, - განმარტავს გიორგი ნათენაძე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 25 ივლისამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტოლერანტს” უნდა მიაკითხონ, სადაც სპეციალურ აპლიკაციას შეავსებენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ან რუსული. მონაწილეობის მიღება სხვა უცხო ენების მცოდნეებსაც შეუძლიათ.

- ”ვფიქრობ რომ დაგვჭირდება თურქულის, სომხურის, გერმანულის, ფრანგულისა და სხვა ენების სპეციალისტებიც”, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

მას შემდეგ, რაც გიდები გადამზადდებიან, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელზეც ტურისტული მარშრუტებისა და გიდების მომსახურების შესახებ ინფორმაცია დაიდება.

- ”ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გადამზადებული გიდები დავასაქმოთ, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ტურისტების რაოდენობაზე”, - განმარტავს გიორგი ნათენაძე

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
გაერომ წაღვერში გიდები გადაამზადა
ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი
აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ
ინფო-ტური ახალციხის ციხეში
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე