FM97.5 / LIVE

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.04.2014
რა სიახლეები ელოდებათ აბიტურიენტებს 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როგორ გადანაწილდება საგრანტო თანხა თითოეულ საგანზე.

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ღია კარის დღე გამართეს. საინფორმაციო შეხვედრას მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, აბიტურიენტებს დეტალურად განუმარტა ის სიახლეები, რაც 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს უკავშირდება.

მისი განმარტებით, 2014 წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და მის საფუძველზე გააკეთოს 8-დავალებიანი სავარჯიშო. შესაბამისად, ტექსტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება 8 ქულა იქნება.

მიმინოშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება.

ამ ცვლილების შედეგად, ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ, ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცვლილების გატარება შესაძლებელი გახდება, თუ ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევით პასუხებიანი დავალებებისგან შედგება (მაგ:ზოგადი უნარები) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობის ალბათობა მინიმუმამდე დავა.

ასევე, პროექტის მიხედვით, ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც.

მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს განუმარტა თუ რა ინფორმაციაა დატანილი საგამოცდო ბარათებზე, როდის უნდა მივიდეს აბიტურიენტი გამოცდებზე, როგორ მიმდინაროებს საგამოცდო პროცესი და ასე შემდეგ.
მან არაქართულენოვან აბიტურიენტების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ ზოგადი უნარების ტესტები, ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთვებიან.

„თუ მათ უნდათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ დანარჩენი გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაზე“, - განმარტავს მიმინოშვილი.

შეხვედრის დასასრულს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს აბიტურიენტებმა კითხვები დაუსვეს. კითხვები ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურებს ეხებოდა.

მეხუთე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს თაკო რეხვიაშვილს აინტერესებდა რატომ ითხოვენ ზოგადი უნარების ჩაბარებას, როცა ამას სკოლაში არ სწავლობენ და რეპეტიტორის გარეშე ვერც ისწავლიან.

„რატომ გვთხოვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარებას მაშინ, როცა ამას სკოლაში არ ვსწავლობთ? გასაგებია, რომ მათემატიკური ნაწილი საჭიროა და ამაზე პრეტენზია არც მაქვს, ვერბალურ ნაწილს ვგულისხმობ“, - ამბობს იგი.

„ამ საგანს სკოლაში ვერც ასწავლიან, რადგან უნარ-ჩვევები მოსწავლემ ცხოვრებაში, ბევრი კითხვის შემდეგ უნდა გამოიმუშაოს“, - უპასუხა მიმინოშვილმა.

მეხუთე სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, პედაგოგთა სერთიფიცირებასა და საგრანტო თანხის გადანაწილებაზეც ისაუბრა.

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
როგორ აფასებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს
ცვლილებები ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში
2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება
რა შეიცვალა ერთიან ეროვნულ გამოცდებში