FM97.5 / LIVE

ვინ წავა ციხეში აგარის რეზერვუარის გამო?

მთავარისამართალი 09.04.2014
„გურამია, პეტრეა თუ პავლე, კეთილი ინებოს, გადათხაროს და ახალი ბასეინი გააკეთოს! ობიექტი ასე როგორ ჩავიბარო?! მის მაგივრად ციხეში ვერ წავალ და თუ წასასვლელია თვითონ წავიდეს!“, - ასე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აგარაში წყლის რეზერვუარის მშენებელი ფირმის ხელმძღვანელი გურამ ფარცახაშვილი გააკრიტიკა.

ვინ წავა ციხეში აგარის რეზერვუარის გამო?
ეს არის მიწაში ჩაფლული ის 150-ტონიანი ავზი, საიდანაც წყალი ჟონავს

8 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციულ თათბირზე ახალციხის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსს გიორგი გიქოშვილსა და ინფრასტრუქტურის განვითარების ზედამხედველობის ბუნებრივი რესურსების და გამწვანების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ემზარ მღებრიშვილს დაავალა, რომ სოფელ აგარაში წყლის რეზერვუართან დაკავშირებულ სამუშაო პროცესს თვალყური ადევნონ.

„გაუშვით ხალხი, რომ იქ სამუშაოებს თავზე დაადგნენ“, - მიმართა ჟუჟუნაძემ მღებრიშვილსა და გიქოშვილს.

აგარაში რეგიონული განვითარების სამინისტროს პროექტის ფარგლებში წყლის რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ბოლოს დასრულდა. სამუშაოებზე 242,217 ლარი დაიხარჯა, თუმცა, აგარაში მცხოვრებ 100-მდე ოჯახს წყალი მაინც არ აქვს. 150-ტონიანი ავზიდან წყალმა გაჟონვა დაიწყო, ადგილობრივების ეზოები დატბორა და დაცალეს.

„მაგხელა თანხა აგარაში 70 წლის განმავლობაში არ დახარჯულა. აქ იმის გამო არ ვართ, რომ ეგ მშენებელი გამდიდრდეს. თუ მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება, მაგ პროექტს არ მივიღებ! - განაცხადა ჟუჟუნაძემ და დაამატა, - დილიდან საღამომდე დაადექით თავზე! გარანტიები ხომ აქვს?! ხოდა გადათხაროს და ახალი ბასეინი თავიდან გააკეთოს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ აგარაში წყლის ავზთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად მშენებელი ფირმის „სამცხე 21-ის“ ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა.

„ნაციონალების ჟურნალისტებს აღარასდროს დაველაპარაკები. რაებს აკეთებთ?! მანდ წყალი აღარ ჟონავს და ყველაფერი რიგზეა, ნუღარ დამირეკავთ, თავი დამანებეთ“, - განაცხადა ფარცახაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

მღებრიშვილის განმარტებით კი წყლის ავზს გასამაგრებლად კიდევ ერთი ფენა დაემატა. ამის შემდეგ ავზი წყლით გაივსო და ახლა მინიმუმ 5-დღიანი დაკვირვებაა საჭირო, იმისთვის, რომ გაირკვეს წყალი ისევ გამოდის თუ არა.

„რა დაკვირვებას აწარმოებთ ამდენს?! ერთი თვეა აკვირდებით გამოდის. თუ რამეა გამოსასწორებელი კეთილი ინებოს მშენებელმა და გამოასწოროს“, - მიმართა ჟუჟუნაძემ მღებრიშვილს.

მღებრიშვილის თქმით, 5-დღიანი დაკვირვების ვადა ხვალ, 10 აპრილს იწურება: „შაბათი-კვირა მოდის და შეიძლება 1-2 დღე დაკვირვებისთვის კიდევ დავტოვოთ, რომ უფრო მეტად ვიყოთ დაზღვეული“.

კითხვაზე, რა ზომებს გაატარებენ იმ შემთხვევაში, თუ ავზი წყალს ისევ გააპარებს, გვპასუხობს: „ამ ეტაპზე არ უშვებს და თუ გაუშვა მერე გეტყვით რა რეაგირება მოყვება“.
რაც შეეხება იმას თუ როდის ჩაიბარებს თვითმმართველობა აღნიშნულ პროექტს, მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ამას შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

ამჟამად, მღებრიშვილის თქმით, დათვალიერების აქტი შედგენილია, ავზი გარკვეულ ნიშნულამდე შევსებულია, მას თვალყურს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებული ადევნებს: „ვადევნებთ თვალყურს, სპეციალური ნიშნულით ვზომავთ და ჯერ-ჯერობით წყალი არ აკლდება“.

ვინ წავა ციხეში აგარის რეზერვუარის გამო?
ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ავზიდან გაჟონილმა წყალმა დეკანოიძეებისა და ქიმერიძეების სახლების ეზოები

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდის შევა ექსპლუატაციაში აგარაში ხარვეზებით გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობა
სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები
სამი წყაროს იმედად

ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]