FM97.5 / LIVE

პროკურატურა ადიგენის ყოფილ გამგებელს ბრალს ვერ უსაბუთებს?

მთავარისამართალი 04.04.2014
28 იანვრიდან 4 აპრილამდე, პროკურატურა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის წასაკითხად ვერ მოემზადა;

პროკურატურა ადიგენის ყოფილ გამგებელს ბრალს ვერ უსაბუთებს?

პროკურორის რევაზ მამადაშვილის ნაცვლად, სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც წინა სხდომაზე, დღესაც, 4 აპრილსაც, სხვა პროკურორი, ელიზავეტა დურგლიშვილი გამოცხადდა.

მამადაშვილის გამოუცხადებლობის მიზეზად, მის ნაცვლად სხდომაზე მოსულმა პროკურორმა, ამჯერადაც იგივე მიზეზი დაასახელა: „ბატონი რეზო თბილისში გამოიძახეს, სულ ახლახანს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავი“.

დურგლიშვილმა პროცესის გადადებისთვის გონივრული ვადა მოითხოვა: „პროცესი 2 კვირით მაინც უნდა გადავდოთ“.

მამადაშვილის პროცესზე გამოუცხადებლობამ დაცვის მხარის გაღიზიანება გამოიწვია.

„ეს პროკურატურის მხრიდან საბოტაჟია! პროკურატურა ჩიხში შევიდა, არ იციან ბრალი როგორ დაასაბუთონ. კიდევ რამდენი პროკურორი შეიძლება მოვიდეს?! თუ დასაჭერები არიან, დაიჭირეთ, დავიღალეთ!“ - განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა.
პროკურატურა რომ ბრალს ვერ ასაბუთებს, ამაზე ადვოკატმა ეკა აბაშიძემაც ისაუბრა: „ყველაზე გონივრული იქნება, თუ პროკურატურა ბრალდებაზე იტყვის უარს“.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძის კითხვაზე, ელიზავეტა დურგლიშვილი მომავალ პროცესზე საბოლოო სიტყვის წასაკითხად თვითონ მოემზადება თუ „ისევ მამადაშვილი დაიბარებს რამეს“, პროკურორმა უპასუხა: „ვერ გეტყვით ბატონო მოსამართლევ“.

მომავალი სასამართლო პროცესი 16 აპრილს 15:00 საათზე ჩაინიშნა. თუმცა ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარიშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა საბოლოო სიტყვას ვერც 16 აპრილს წაიკითხავს: „არ ვიცით კიდევ რამდენი პროკურორი უნდა მოვიდეს. ცდილობენ ეს პროცესი არჩევნებამდე გააჭიანურონ, რადგან იციან რომ ადიგენში სიმონ პარუნაშვილი კენჭს იყრის“.

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ დაცვის მხარის წარმომადგენლებს პროკურორი რევაზ მამადაშვილი, რომელიც დურგლიშვილის განცხადებით დღეს თბილისში გამოიძახეს, ქუჩაში შეხვდათ. სიმონ პარუნაშვილმა მას ფოტო გადაუღო და ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ფოტო ახალციხის ცენტრში, ცენტრალურ პარკთანაა გადაღებული.

იმის გადასამოწმებლად, რატომ ვერ გამოცხადდა დღეს მამადაშვილი პროცესზე, მას „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით დაუკავშირდა. კითხვაზე დღეს ის ნამდვილად იმყოფება თუ არა ქალაქში, გვიპასუხა: „ეს კორპორაციული საკითხია და ვერ გიპასუხებთ“.
რაც შეეხება კითხვას, იგი ნამდვილად შეხვდა თუ არა პარუნაშვილს ქუჩაში გვიპასუხა: „ეს თავად მას ჰკითხეთ“ და ტელეფონი გაგვითიშა.

ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განცხადებით, მას მამადაშვილი ქუჩაში იმ წინა პროცესის დასრულების შემდეგაც შეხვდა, როცა ვითომ თბილისში გამოძახების გამო სასამართლოში ვერ გამოცხადდა. „მითხრა მე პაიკი ვარ, რასაც ზემოთ გადაწყვეტენ, მე იმას ვასრულებო“, - განაცხადა ტატალაშვილმა დღეს სასამართლო დარბაზში.

პროკურატურა ადიგენის ყოფილ გამგებელს ბრალს ვერ უსაბუთებს?
რევაზ მამადაშვილი, სიმონ პარუნაშვილის გადაღებული ფოტო
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
პროკურორი რევაზ მამადაშვილი გარდაიცვალა
ვინ ჩაანაცვლებს რევაზ მამადაშვილს პროკურატურაში?
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე