FM97.5 / LIVE

ვინ შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობის გამო?

მთავარისამართალი 01.04.2014
მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა, მშენებელი კომპანია შპს „სამცხე-21“ 10,000 ლარით დაჯარიმდეს, ან მისი ხელმძღვანელის გურამ ფარცახაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს;

ვინ შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობის გამო?
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსმა ლევან ჭავჭავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე იმ ადგილებს, სადაც კულტურული მემკვიდრეობაა, არქეოლოგები შეისწავლიან და სათანადო დასკვნას დაწერენ, შპს „სამცხე 21“-ს 10,000 ლარით დააჯარიმებენ, ან მის ხელმძღვანელს, გურამ ფარცახაშცილს პასუხისგებაში მისცემენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 200,000 ლარით დაფინანსებული პროექტი, რომელიც სოფელ ხეოთისთვის ახალციხესთან დამაკავშირებელი, 3800 მეტრი სიგრძის გზის გაყვანას ითვალისწინებს, 2013 წლის დეკემბერში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც აღნიშნული პრობლემების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია გამოაქვეყნა.

პროექტის შეჩერებიდან მალევე, მშენებელმა კომპანიამ კულტურის სამინისტროდან წერილი მიიღო.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იქნა, მუსხი-ხეოთის საავტომობილო გზის გაჭრისას, მიწის სამუშაოების შედეგად გამოჩენილი არქეოლოგიური ობიექტები. კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ნასოფლარ ზემო მაჭიხეთის დაზიანებული ეკლესიის (დაახლოებით მე-10 საუკუნის) მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო სამაროვნის და ნამოსახლარის ნაშთები და საავტომობილო გზის გასწვრივ, ნამოსახლარის ნაშთები.
ვინაიდან, აღნიშნულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია არქეოლოგიური ობიექტები, მიწის სამუშაოების ჩატარება არქეოლოგიური კვლევის გარეშე გამოიწვევს არქეოლოგიური ფენების დაზიანებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ მიწის სამუშაოები ტერიტორიის არქეოლოგიურ გამოკვლევამდე და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად, 1 თვის ვადაში უზრუნველყოთ საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა სააგენტოში“, - ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსიც „სამხრეთის კარიბჭეს“ კულტურის სამინისტრომ გააცნო, რადგან აღნიშნული წერილი ვერც მშენებელ კომპანიაში და ვერც ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ მოვიძიეთ.


გურამ ფარცახაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც სამინისტროდან მიიღო, გამგეობაში დატოვა: „დამკვეთი ადგილობრივი თვითმმართველობაა, მე რა კვლევა უნდა ჩავატარო იქ?! იმას ვაკეთებ, რასაც დამიკვეთავენ, ამიტომ, დავტოვე წერილი და ახლა თავად გადაწყვიტონ რას გააკეთებენ“.

„სამხრეთის კარიბჭემ“ აღნიშნული წერილის ასლი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წერილობით გამოითხოვა, თუმცა გვაცნობეს (25 მარტი, 2014 წელი #346/4), რომ აქ მუსხი-ხეოთის გზასთან დაკავშირებით წერილი არც გურამ ფარცახაშვილისგან და არც კულტურის სამინიტროდან არ მიუღიათ.

აღნიშნული წერილისა და იმ ვალდებულების შესახებ, რომელსაც მშენებელს კულტურის სამინისტრო ავალდებულებს, არც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იციან.

„თუ კულტურის სამინსიტრომ დაავალა მშენებელს, მაშინ მშნებელია პასუხისმგებელი. ჩვენთვის არავის მოუთხოვია, რომ იქ კვლევა უნდა ჩავატაროთ. თუ რომელიმე სამინისტრომ შესაბამისი წერილი გაუგზავნა მშენებელს, ასლი ჩვენთაც უნდა გამოეგზავნათ“, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ ასეთი წერილი სამინისტროს მათთანაც უნდა გაეგზავნათ და რადგან მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, შესაბამისად მათ არც მსგავსი ვალდებულება აქვთ.

ადგილობრივი თვითმმართველობა მსუსხი- ხეოთის გზის მშენებლობის გაგრძელებას აპირებს, კულტურის სამინისტრო კი მშენებელი ფირმისთვის მიცემულ ვადებს გადაამოწმებს და დარღვევის შემთხვევაში სანქციებზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში მუსხი-ხეოთის გზის სამშენებლო სამუშაოებისას კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტს კატეგორიულად უარყოფნდნენ. ბოლოს ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ურავლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბადრი ზაზაძემ 2013 წლის 28 დეკემბერს, გამგეობაში ჩატარებულ შემაჯამებელ თათბირზეც განაცხადა.

მუსხი-ხეოთის გზასთან დაკავშირებით დავა არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების გამოა. აქ ადგილობრივების თქმით, მათ საკუთრებაში არსებული ბაღებიც გადათხარეს. საქმეს ასპინძის მუნიციპალიტეტის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

რატომ ვერ დასრულდება მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობა დათქმულ ვადაში?
ხეოთი-მუსხის გზის მშენებლობამ კულტურული მემკვიდრეობა დააზიანა
როდის განახლდება მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა გაურკვეველია
‘გამგეობაში რა უნდათ, ჩვენ ხომ არ დაგვესიზმრება?!’ – პრობლემად ქცეული მუსხი–ხეოთის გზა
მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა არც მომავალ წელს დასრულდება
მუსხი-ხეოთის გზის საქმეს ახალი მასალა დაერთო
ადგილი,  სადაც კერძო საკუთრება და სახელმწიფოს გზა ერთდროულადაა