FM97.5 / LIVE

მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს

მთავარისამართალი 31.03.2014
გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ექსპერტიზის პასუხი უკვე ცნობილია, თუმცა, ენდელაძის მშობლები ამბობენ, რომ მათ ადიგენის რაიონულ სამმართველოში აღნიშნული დოკუმენტი დაუმალეს; რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რაში ადანაშაულებენ გარდაცვლილის მშობლები სამართალდამცავებს;

მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ექსპერტიზის პასუხი, როგორც ენდელაძის მშობლები აცხადებენ, ადიგენის რაიონულმა სამმართველომ 28 მარტს 22:00 საათზე მიიღო.

„დაგვირეკეს და გვითხრეს, პასუხები მოსულიაო, მივედით მეორე დღეს, მაგრამ დოკუმენტი არ გვაჩვენეს, დაგვიმალეს, თბილისში გადავაგზავნეთო. ღამით მიღებული მეორე დღეს დილით თბილისში რატომ გაგზავნეს?! “ - კითხულობს გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე.

ოჯახის ახლობელი შოთა აბუთიძე ვარაუდობს, რომ ასე გამოძიებას საქმეში არსებული იმ მნიშვნელოვანი დეტალების დამალვა სურს, რაც დამნაშავის აშკარად გამოვლენას შეუწყობს ხელს: „იმიტომ დამალეს ექსპერტიზის პასუხი, რომ თბილისში ექსპერტი ამხელა რაღაცას ვერ დაარღვევს, ამ უკანონობას ვერ ჩაიდენს, ამათ აქ უნდა გააკეთონ ეს“.

როგორც ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს განუმარტეს, ბესო ბლაგვი საგნით მიყენებული ზიანის გამო გარდაიცვალა.

„ბლაგვი საგნით არის მიყენებული ზიანი, მაგრამ ეგ შეიძლება იყოს დაცემითაც, მანქანის დარტყმითაც და სხვა ბევრი რამითაცო. ასევე გვთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზად ექიმების დაუდევრობა გამოირიცხაო“, - გვიხნის გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცავები საქმის გამოძიებას 16 დეკემბრიდან, ანუ იმ დღიდან დაიწყებენ, როცა საბედისწერო შემთხვევა მოხდა: „მითხრეს ყველაფერი თავიდან უნდა დავაბრუნოთ, ყველა დეტალზე მუშაობა ,16 დეკემბრიდან მოყოლებული, თავიდან უნდა დავიწყოთ, ახლა უნდა ამოვიღოთ სატელეფონო საუბრებიო “.

იური ენდელაძის თქმთ, მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ დაარტყეს ბესო ენდელაძეს სამართალდამცავებმა თვენახევრის, ანუ მას შემდეგ ამოიღეს, რაც ბესო გარდაიცვალა: „მითხრეს თვენახევრის განმავლობაში მანქანა ვერ მოვძებნეთ, არ ვიცოდით ვინ დაეჯახა, ბაღდოშვილი თუ ვინმე სხვაო“.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მკვლელობა იყო და არა ავტოსაგზაო შემთხვევა.

„ჩაცუცქულ კაცს დაარტყა მანქანამ ისე, რომ 1, ან 2 მეტრი მაინც არ გაახოხა?! ეს ხომ აბსურდია! ექსპერტიზის დასკვნაც უდევთ უკვე წინ და ამ დრომდე დამნაშავეს მაინც არ აკავებენ“, - ამბობს შოთა აბუთიძე.

გარდაცვლილის და მერი ენდელაძე დარწმუნებულია, რომ“ „მკვლელმა ფული გადაიხადა და ამიტომაა გარეთ. უსამართლობაა, როცა 23 წლის ბიჭის სიცოცხლეს სქელ ჯიბეზე ცვლიან. მკვლელები გარეთ არ უნდა დადიოდნენ და ქუჩაში არ უნდა გვხვდებოდნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის ექსპერტიზის პასუხი არ დაუმალავთ.
„ექსპერტიზის პასუხები თბილისში რჩება, ექსპერტთა საბჭო უნდა შეიკრიბოს და იმსჯელოს, რომ საბოლოო პასუხი გახდეს ცნობილი, ანუ ამ დასკვნას კიდევ უფრო სრულყოფილად და კომლექსურად განიხილავენ“, - აცხადებენ შსს-ში.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, გვპასუხობენ: „ძიება ჯერ ისევ სსკ-ის 276-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს. მას შემდეგ დაიწყება მსჯელობა საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს თუ არა, როცა ექსპერტიზის საბოლოო პასუხი იქნება ცნობილი“.

რა ვადაში გახდება საბოლოო პასუხი ცნობილი, შსს-ში ვერ აკონკრეტებენ. მანამდე კი ოჯახის წევრები ექსპერტიზის იმ დასკვნას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია. მათ აღნიშნული დოკუმენტის გამოთხოვის მოთხოვნით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას დღეს წერილობით მიმართეს და პასუხს მაქსიმუმ 10 დღეში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბესო ენდელაძე 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
სასამართლო პროცესი დაზარალებული მხარის მონაწილეობის გარეშე
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს