FM97.5 / LIVE

რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 31.03.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ბლიაძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართავს.

რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
სამარჯიშვილმა შუამდგომლობაზე მუშაობა თითქმის უკვე დაასრულა და მას სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას დღეს ან ხვალ წარუდგენს.

„ეს არის მოტივირებული, არგუმენტირებული, სამართლებრივად გამართული, დასაბუთებული და არა პიარის გამო გაკეთებული შუამდგომლობა“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ პროკურატურას ბესიკ ბლიაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გარდა, სხვა გზა არ ექნება.

„იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ასე, სამართლებრივად სხვაგვარად წარმოუდგენელია. თუ სურს პროკურატურას რომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, მაშინ ბლიაძის მიმართ საქმე უნდა შეწყვიტოს“, - ამბობს სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ