FM97.5 / LIVE

როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?

მთავარიპოლიტიკა 31.03.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოცხადებულ მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულებულია. მიმდინარე კვირაში კონკურსის პირველი ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა დაიწყება.

როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში განმარტავენ, რომ მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად უნდა ჩატარდეს. პირველი ეტაპი, რომელიც საბუთების გადარჩევას გულისხმობს, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

აპლიკაციებს ხუთკაციანი კომისია გადაარჩევს. კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეა, მოადგილე კი მისი, როგორც გუბერნატორის, პირველი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი. კომისიის წევრები არიან შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სერვისცენტრის უფროსი ემზარ ევსტაფიშვილი, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი ვლადიმერ ზედგინიძე და სსიპ ეროვნული სატყეო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ანალიტიკოსი ელენე გოგოლაძე.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, როდის განიხილავს კომისია კონკურსანტების საბუთებს, ზუსტი დრო ჯერ უცნობია: „ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, ამიტომ პირველი ეტაპის ჩატარებას სავარაუდოდ ერთი კვირა დაჭირდება“.

მისივე განმარტებით, აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ დაინიშნება გასაუბრების ვადები: „პირველ ეტაპის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი რომელ პოზიციაზე, როდის ჩატარდება გასაუბრება“.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა. ამ კონკურსის შედეგად, ადმინისტრაციაში უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატი და სამი სამსახური: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და საგანგებო სიტუაციების. გარდა ამისა შეირჩევა გუბერნატორის მდივან-რეფერანტი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში საბუთების მიღება 27 მარტს დასრულდა. 25 ვაკანსიაზე 378 განაცხადი შევიდა. ადმინისტრაციის აპარატში განმარტავენ, რომ ყველაზე მოთხოვნადი საგანაგებო-სიტუაციების მართვის სამსახური და გუბერნატორის მდივნის პოსტია.
საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურში 9 ვაკანტური პოსტია და ჯამში 53 განაცხადია შესული. 35 აპლიკაცია შევიდა მდივან-რეფერენტის პოზიციაზე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა