FM97.5 / LIVE

როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი

მთავარიეკონომიკა 31.03.2014
ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, ვისაც 2013 წელს, 6000 ლარზე მეტი არ დარიცხვია, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება.

როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ, 2013 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ანუ, თუ გასულ წელს ხელზე აიღეთ 4800 ლარამდე თანხა, არ აქვს მნიშვნელობა ერთჯერადად, მთელი 12 თვის განმავლობაში თუ რამდენიმე თვეში, ასევე, კერძო კომპანიისგან თუ საჯარო სამსახურისგან, სახელმწიფო დაგიბრუნებთ 360 ლარს. ხოლო, თუ თქვენი შემოსავალი გასულ, 2013 წელს 1800 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისი თანხის 20% დაგიბრუნდებათ უკან.

იმისათვის, რომ თანხა დაიბრუნოთ, ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, rs.ge-ზე, უნდა შეავსოთ დეკლარაცია. პირადი ნომრის მითითებით გაიგებთ გეკუთვნით თუ არა თანხა და თუ გეკუთვნით, გაიგებთ მის ოდენობასაც. შევსებული დეკლარაციის გაგზავნა საკმარისია იმისთვის, რომ დაუბეგრავი მინიმუმი უკან დაგიბრუნდეთ.

თუ არ გეკუთვნით თანხა, მაშინ თქვენ პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს. თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა და თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი.

არის კიდევ ერთი საშუალება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რომელიმე ბანკს, შემდეგი ბანკებიდან: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში.

თუ არ გაქვთ ანგარიში ამ ბანკებში, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ მათგანს და გაგიხსნიან ანგარიშს. თუ სხვა ბანკში გაქვთ ანგარიში, ის კონკრეტული ბანკი უნდა მიუთითოთ დეკლარაციის ელექტრონულად შევსებისას ან შემოსავლების სამსახურში მისვლისას.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, . ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, თქვენს მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სატალეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე 2 299 299 ან ელექტრონული ფოსტით: info@rs.ge;

[sknews.ge]


19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

19.03.2019 საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

18.03.2019 აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის თანხების ჩარიცხვა იწყება
დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების შევსება 1 აპრილიდან დაიწყება
გაიცემა თუ არა დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წელს
დაუბეგრავი მინიმუმი შესაძლოა 600 ათასმა მოქალაქემ მიიღოს
2015 წელს პენსიებს ისევ 'ლიბერთი ბანკი' დაარიგებს