FM97.5 / LIVE

რა საქმეებს იძიებს პროკურატურა ასპინძის გამგეობაში

მთავარისამართალი 31.03.2014
რა საჩივრებით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა, პაატა მაისურაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას; რაში ედავება იგი ასპინძის გამგებელს, ლევან ცაბაძეს და რას პასუხობენ მოსარჩელე მხარეს ასპინძის თვითმმართველობაში.

რა საქმეებს იძიებს პროკურატურა ასპინძის გამგეობაში
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა პაატა მაისურაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ათი თვის წინ, სამი საჩივრით მიმართა.

ერთი განცხადება ლევან ცაბაძის დიპლომში არსებულ უზუსტობებს ეხება, ანუ, იგივე საკითხს, რაზეც მაისურაძესა და ცაბაძეს შორის დავამ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა.

მეორე ასპინძის ბიუჯეტიდან, წარმოშობით ასპინძელის, თუმცა, ქალაქ რუსთავში გათხოვილი მოქალაქის (მის გვარს შეგნებულად არ ვწერთ) მკურნალობის დაფინანსებას. მაისურაძე მიიჩნევს, რომ ამ გოგონას მკურნალობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსებულიყო.

მესამე კი გამგებლის მძღოლის საკითხს. მაისურაძე ირწმუნება, რომ რეალურად ცაბაძეს სამსახურში მძღოლი არ ემსახურება, იგი გამგებლის ცხვრის ფარას მწყემსავს, თუმცა, ბიუჯეტიდან მძღოლისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას ჩვეულებრივად იღებს.

„პირველი საჩივარი 2013 წლის 24 მაისს შევიტანე. გამგებლის წინააღმდე სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მეც და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც არაერთხელ დავიკითხეთ“, - ამბობს პაატა მაისურაძე.

მაისურაძის ბრალდებებს ლევან ცაბაძე უსაფუძვლოს უწოდებს და ირწმუნება, რომ ამისთვის მაისურაძეს პასუხს მოსთხოვს. გამგებლის თქმით, გამოძიებას მისი დიპლომის ნამდვილობასთან კითხვები რომ გასჩენოდა, უფლებამოსილებას მაისშივე შეუჩერებდნენ. რაც შეეხება მძღოლის მიმართ საჩივარს, პაატა მაისურაძეს პასუხს თავად მძღოლი, მერაბ მელიქიშვილი მოსთხოვს: „ჩემი მძღოლი უჩივლებს მაგ ბრალდებისთვის. მელიქიშვილი არის მეუღლის ახლობელი და ის არ არის მწყემსი, უბრალოდ, ჩემთან ერთად ფლობს მეურნეობას. ასპინძაში მძღოლი არ მჭირდება, როცა მივდივართ ქალაქგარეთ, მაშინ ზის საჭესთან. სახლიდან გამგეობამდე 500 მეტრია და მძღოლი რად მინდა?! მოდის ყოველ დილით, მაგრამ ვუშვებ“.

რაც შეეხება მესამე, მკურნალობის დაფინანსების საკითხს, ცაბაძე ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევიათ, ვინაიდან გოგონა, რომლიც ოპერაციაც დაფინანსდა, ასპინძაშია რეგისტრირებული. იმავეს ამბობს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი, რომელიც ამ საქმეზე უკვე დაიკითხა.

„ეს მოქალაქე რეგისტრირებულია ასპინძაში, თუ არ ვცდები, ჩახრუხაძის ქუჩაზე. როდესაც მიაკითხა რუსთავს, სადაც გათხოვილია, უთხრეს, ჩვენი მცხოვრები არ ხარ და ვერ დაგეხმარებითო. მოვატანინეთ დოკუმენტაცია და პროგრამის ფარგლებში დავეხმარეთ“, - ამბობს პაპაშვილი და ამატებს, რომ ამ გოგონას საქმეზე გამგეობაში საჩივარიცაა, - „მისმა დედამ, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია, მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩივრით მიმართა. საჩივარში ეწერა, რომ სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მერი გიორგაძემ, შვილის ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა“.

პაპაშვილი ირწმუნება, რომ გამგეობამ სრულიად კანონიერად დააფინანსა ოპერაცია, პაატა მაისურაძე კი ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ყველა დოკუმენტი წარდგენილია პროკურატურაში. ეს არის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. სამსახურმა მიმართა, რომ არ შეიძლებოდა დაფინანსება, მაგრამ იურისტის დასკვნის საფუძველზე, ბრძანება დაიწერა და გადაურიცხეს 895 ლარი, ახლობლობის ნიშნით“,- ამბობს მაისურაძე.

გამგეობაში განმარტავენ, რომ მაისურაძეს აპელირების საშუალებას სოციალური დახმარების დოკუმენტში ის დანართი აძლევს, რომელიც იურიდიულად არ არის დამტკიცებული.

„დოკუმენტი წინა გამგებლის, ბესიკ ბექაურის ბრძანებით იყო დამტკიცებული და განსაზღვრული იყო, სად რამდენი თანხა იყო გათვალისწინებული, მაგ ოპერაციებისთვის რამდენი და ა. შ. ეს იყო დანართი პირველი. აპელირებს მაისურაძე და პროკურატურაშიც იმიტომ გვიჩივლეს, რომ ბრძანებას, სადაც თანხები იყო განაწილებული მიკრული აქვს დანართი ორი, რომელშიც არის ხარჯვის წესი. დანართში წერია, რომ ასპინძაში და ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს დავეხმაროთ. დანართი გვაძლევს დიდი ლავირების საშუალებას, არ არსებობს ორგანო საქართველოში, ვინც რეალურად მცხოვრებლებს აღრიცხავს“, - გვიხსნის პაპაშვილი და ამატებს, რომ მეორე დანართის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე გამოძიება არ დაიწყო: „როდესაც მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ეს დანართი არის უბრალოდ მიკრული და არ არის დამტკიცებული, სიტყვიერად ყოფილა შეთანხმებული. წარმოიდგინეთ იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც ფული განიკარგება, როგორ შეიძლება სიტყვიერად იყოს შეთანხმებული. იმაზე გვედავებიან, რაც უკანონო იყო“.

ვინ მიაკრა ოფიციალურ დოკუმენტს აღნიშნული ფურცელი, პაპაშვილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გვპასუხობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი მერი გიორგაძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ მოქალაქეს ნამდვილად უთხრეს უარი ოპერაციის დაფინანსებაზე. გიორგაძე უარს იმ მოტივით ხსნის, რომ გოგონა წელიწადნახევრის წინ გათხოვდა, ცხოვრობს ქალაქ რუსთავში და ხელმოწერილ ქორწინებაში იმყოფება ქმართან: „პროგრამა, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო ოპერაცია, არის მუნიციპალიტეტის პროგრამა, რომელიც ადგილობრივების გადასახადების ხარჯზე დგება. რატომ უნდა გადაერიცხოს წელიწადნახევრის წინ წასულ მოქალაქეს?! ეს იყო უარის მოტივი, , არავის საწინააღმდეგო არ მაქვს“.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ მცირე ბიუჯეტის გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ასპინძაში რეგისტრირებული და აქვე მცხოვრები მოქალაქეები დაეფინანსებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა არ იქნებოდა საკმარისი.

რაც შეეხება კითხვას, კანონიერია თუ არა მეორე დანართი, გიორგაძე ამტკიცებს, რომ დანართს ცალკე დამტკიცება არ სჭირდებოდა: „იმიტომ, რომ მუხლებში არის მითითებული დამტკიცდეს მუნიციპალური პროგრამა თანახმად დანართისა. ეს დანართი იყო ცხრილიც და ის ლექსიკური ნაწილიც. ახლა შეცვალეს, დაუწერიათ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებსო, რამდენი რეგისტრირებულიმიუვათ, აბა ერთი შეძლონ და ყველას დაუფინანსონ“.

როდის დაასრულებს პროკურატურა საქმის მოკვლევას, ჯერ უცნობია. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის ლერი სარაიდაროვის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

რა საქმეებს იძიებს პროკურატურა ასპინძის გამგეობაში
პაატა მაისურაძე

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
ასპინძის გამგებლის საქმემ საკასაციო ინსტანციაში გადაინაცვლა
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
ასპინძის გამგეობამ 100 წლის ანეტა მაისურაძე დაასაჩუქრა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება