FM97.5 / LIVE

ლეო ანთაძემ ახალციხელ მაყურებელს ”ბახტრიონი” წარუდგინა

მთავარი 09.07.2012
რეჟისორმა ლეო ანთაძემ დღეს, 19:00 საათზე, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში შეკრებილ მაყურებელს საავტორო სპექტაკლი ”ბახტრიონი” წარუდგინა

ლეო ანთაძემ ახალციხელ მაყურებელს ”ბახტრიონი” წარუდგინა

თბილისის შემდეგ ახალციხე პირველი ქალაქია, სადაც ლეო ანთაძის ”ბახტრიონს” მოუსმინეს. სპექტაკლის ჩვენება პირველად 2012 წლის იანვარში მსახიობის სახლში შედგა. ამ სპექტაკლში ლეო ანთაძეს ვაჟა - ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა. მისი სააავტორო სპექტაკლი დღეს უკვე მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარის ნაწილია.

რეჟისორი ამბობს, რომ ვაჟა ფშაველას შემოქმედებით ბავშვობიდანვე გატაცებული იყო. ვაჟას კრებულები მისთვის სამაგიდო წიგნებია და თავისუფალ დროს ყოველთვის კითხულობს: ”როგორც ფორტეპიანოზე დაკვრით ერთობა ადამიანი, მარტო რომ ვარ მეც ასე ვერთობი მათი კითხვით, საოცარ ნეტარებას განვიცდი”.

”ბახტრიონის” საავტორო სპექტაკლად დადგმა მისი მრავალსახიანობისა და შინაარისის გამო გადაწყვიტა.

- ”ეს ფაქტობრივად პატარა სპექტაკლია და მასში საოცარი აზრია სამშობლოს სიყვარულზე. მტერიც კი სამშობლოს მოყვარულს დაუდგება გვერდით, გველი კურნავს ლუხუმს, წარმოგიდგენიათ?! ეს დღეს ძალიან საჭირბოროტო საკითხია, ჩვენ ჩვენი მტერი უნდა შემოვირიგოთ და მეგობრად გავიხადოთ”, - ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლზე დასწრება უფასო იყო. ლეო ანთაძე ამბობს, რომ იდეა, საქართველოს სხვაადასხვა ქალაქებში წაეკიტხა ”ბატხრიონი”, სპონტანურად დაიბადა: ”უცბად მომივიდა იდეა, რა იქნება რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქები დავიარო და უანგაროდ ჩავატარო ეს ქველმოქმედება. ამით გავისტუმრო ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ქართველ ხალხს შევაყვარო ვაჟა ფშაველა. იცით რატომ? იმიტომ, რომ ქართველ ხალხს თუ ვაჟა ფშაველა უყვარს, არ შეიძლება რომ საქართველო არ უყვარდეს და ეს მუხტი მინდა გავაღვივო”.

რომელ ქალაქს ესტუმრება ახალციხის შემდეგ, ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვს. ამბობს, რომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს, მესხეთის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმაც უნდოდა, თუმცა, რადგან ამ სეზონის განრიგი უკვე გაწერილია, გადაწყვიტა ამჯერად ახალციხელი მაყურებლისთვის საავტორო სპექტაკლის ჩვენებით შემოფარგლულიყო.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]
9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება