FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოქმედმა და მომავალმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 29.03.2014
დისკრიმინაციის აკრძალვა, როგორც უფლება და არსებული სტანდარტები ქვეყნის შიგნით; ტოლერანტობის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მიმოხილვა - ამ თემებთან დაკავშირებთ 29 მარტს ახალციხეში ჟურნალისტებთან დისკუსია გაიმართა;

ახალციხეში მოქმედმა და მომავალმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ჟურნალისტებთან დისკუსიებს, სტუდენტებთან, ახალგაზრდა უფლებადამცველებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კი ტრენინგებს მართავს.
დისკრიმინაციის აკრძალვისა და ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიის წარმომადგენლებთან თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრეს.

„ის, რაც ყველაზე მეტად პრობლემურია დღეს საქართველოში, არის თანასწორობისა და ტოლერანტობის საკითხები. იმედი გვაქვს, სანამ ჟურნალისტები რაიმე საკითხს გააშუქებენ, მანამდე დაფიქრდებიან, არის თუ არა მიზანშეწონილი ამა თუ იმ საკითხზე ასეთი მსჯელობა“, - ამბობს მშვენიერაძე.

მისი თქმით, მრავალფეროვნების თვალსაზრისით ახალციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია: „სამწუხაროდ ჭელას მოვლენების გამო ჩვენ შარშან აქ ვნახეთ დიდი შეხლა-შემოხლა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა ჟურნალისტებისგან საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ამ საკითხებთან მიმართებაში, ისევე როგორც, ჩვენ გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები“.

მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს არა ერთ კუთხეში უკვე ჩატარდა. ახალციხის შემდეგ დისკუსია გურიაში, სავარაუდოდ ლანჩხუთში გაიმართება.

ახალციხეში მოქმედმა და მომავალმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს
ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან