FM97.5 / LIVE

გამგეობის ყოფილი იურისტი: ‘იმათ გაუგრძელეს ჩუმად ხელშეკრულებები, ვინც აწყობდათ’

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.03.2014
რას ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის საქმესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი იურისტი და რაში ადანაშაულებს იგი ყოფილ უფროსს;

გამგეობის ყოფილი იურისტი: ‘იმათ გაუგრძელეს ჩუმად ხელშეკრულებები, ვინც აწყობდათ’
ავთანდილ თელიაშვილი ბესიკ ბლიაძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 3-თვიანი ვადით დანიშნულ თანამშრომლებს ვადა ამოეწურათ, მუშაობის ვადა მხოლოდ მათ გაუგრძელეს, ვინც თავად სურდათ.

„მეც ზუსტად ეგრე, 3 თვით ვიყავი დანიშნული, მაგრამ მე დამითხოვეს და იმათ გაუგრძელეს“, - ამბობს თელიაშვილი.

ამიტომ, მისი თქმით, ბლიაძის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადება, რომ თითქოს გამგებელს იმ ბრძანებებზე ხელმოწერა, რომელთა გამოც პასუხისგებაში მიეცა, თელიაშვილმაც ურჩია, აბსურდია.

„ჩემზე უნდათ ხელის შეწმენდა?! ასეთი რამე რომ მერჩია, ჩემ თავზე არ ვურჩევდი?! 3- თვიანი ვადა რომ გამივიდა, სპეციალისტად გადამიყვანეს 500-ლარიან თანამდებობაზე სამსახუროს უფროსობიდან, 1000-ლარიანი პოსტიდან“, - ამბობს თელიაშვილი.

მისი თქმით, მაშინ, როცა თანამშრომლები 3 თვიანი ვადით დანიშნეს, იგი გამგეობაში პირველ პირებს ურჩევდა კადრები იმ დრომდე დაენიშნათ, ვიდრე კონკურსი არ ჩატარდებოდა: „მაგრამ არ დამიჯერეს, ვეღარც კონკურსი ჩაატარეს ამ 3 თვის გასვლის შემდეგ და მუშაობის ვადაც მხოლოდ იმათ გაუგრძელეს ჩუმად, ვინც თვითონ აწყობდათ“.

ავთანდილ თელიაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობაში 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო მუშაობა. მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ხითარიშვილმა, იგი თავის მოადგილედ დანიშნა. ხითარიშვილმა თელიაშვილს ადმინისტრაციული, იურიდიული და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური დაუქვემდებარა.

თელიაშვილი ამ პოსტზე 2013 წლის მაისამდე მუშაობდა. 2013 წლის 11 მარტს მუნიციპალიტეტის გამგებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა, 10 მაისს, ბლიაძემ, თელიაშვილი მისივე სურვილით, იურიდიულ სამსახურში, მთავარ სპეციალისტად გადაიყვანა და მის ნაცვლად მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დანიშნა.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გამგეობაში იურიუდიული სამსახური შეიქმნა, თელიაშვილი აღნიშნული სამსახურის უფროსად დაინიშნა, სამი თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი ამავე სამსახურში ისევ სპეციალისტად გადაიყვანეს. თელიაშვილი ამ პოსტზე საჯარო მოხელეთა კონკურსის მიმდინარეობისასაც მუშაობდა და გამგეობა მას შემდეგ დატოვა, რაც კონკურსი ვერ გაიარა, 2014 წლის იანვრის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
ახალციხის ყოფილ გამგებელთან ერთად დამნაშავედ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც ცნეს
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს