FM97.5 / LIVE
„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა

„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 25.03.2014
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს მარინა ზედელაშვილს, ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიანიჭა.

„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
მარინა ზედელაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობა 1974 წლიდან დაიწყო. ჯერ რუსთავის საქალაქო გაზეთში მუშაობდა. 1985 წლიდან ადიგენის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, 1995 წლიდან, პარალელურად, სამხარეო გაზეთს „სამცხე-ჯავახეთს“ ხელმძღვანელობდა. 1997 წლიდან უნივერსიტეტის გამოცემას ჩაუდგა სათავეში. 2006 წლიდან 2009 წლამდე, დროებით, ჟურნალისტიკას ჩამოშორდა. 2009 წლიდან დღემდე კი „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორია.

„როგორც კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, იქიდან მოყოლებული ჟურნალისტიკაში ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიაც მქონდა, უნივერსიტეტი დავამთავრე ასტრონომიის სპეციალობით, 28 წლის ვიყავი როცა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და მას შემდეგ ჟურნალისტიკაში ვარ, სხვაგან არ გამიხედავს, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია“, - ამბობს მარინა ზედელაშვილი.

მისი თქმით, მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო: „ასე მგონია, რომ მუდმივად აღმართზე ავდივარ. მიუხედავად ჩემი ხანგრძლივი საქმიანობისა, ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო მაინც მოულოდნელი იყო და ძალიან მერიდება, რომ უამრავი კარგი ჟურნალისტი არსებობს და მე გამომარჩიეს. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მათი, ვინც ღირსად ჩამთვალა, რომ ასეთი მაღალი წოდება მოენიჭებინა ჩემთვის“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს
უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეები
მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭეს