სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ეროვნული უმცირესობები და მედია

მთავარისაზოგადოება 08.07.2012
6 ივლისს ახალქალაქში რეგიონული მედიის პრობლემებისა და ცენტრალურ მედიაში ეროვნული უმცირესობების საკითხების გაშუქებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

ეროვნული უმცირესობები და მედია

საქართველოს სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა შემდეგი ორგანიზაციების ხელშეწყობით: USAID, UNAG, ANI, ECMI, UNDP. მრგვალი მაგიდა მიეძღვნა თემას: “ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა და ქართულ მედიაში ეროვნული უმცირესობების საკითხების გაშუქება”.

შეხვედრა-დისკუსიაზე ცენტრალური და რეგიონული მედიის, არასამთავრობო და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.

სამცხე-ჯავახეთის მედიის წარმომადგენლებმა საქმიანობისა და პრობლემების შესახებ ისუბრეს. მათი თქმით, ძირითადი პრობლემა დაფინანსება, ტექნიკურ აღჭურვილობა და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთში ცენტრალური მედიის პოპულარობის თემაზე მცირე მონიტორინგი ჩატარდა. საქართველოს პირველი არხი დაინტერესებული იყო, რამდენად პოპულარულია სომხურენოვან რაიონებში მათ მიერ სომხურ ენაზე თარგმნილი საინფორმაციო გადაცემა “მოამბე”.

დისკუსიის თემები იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ცენტრალური მედიის მიმართ და ზოგიერთი ცენტრალური ბეჭდური მედიის არატოლერანტულობა ეროვნული უმცირესობების მიმართ.

ომბუცმენის ოფისში არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კონფესიისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის მიღება მედიის ზოგიერთ საშუალებაში სიძულვილის ენის გამოყენების საფუძვლად იქცა.

მრგვალი მაგიდის მიწურულს ეროვნული უმცირესობების ინფორმირების პროცესის გაუმჯობესების რეკომენდაციები დაფიქსირდა და შედეგად ყველანი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასურველი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი მედიის თანამშრომლობა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
ცესკომ ახალქალაქში  არჩევნებზე იმსჯელა
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათ ენაზე მიიღებენ
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს