FM97.5 / LIVE

რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?

მთავარისაზოგადოება 24.03.2014
24 მარტს, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტუბერკულოზზე, მის გამომწვევ მიზეზებსა ამ მიმართულებით მედიცინის მიღწევებზე იმსჯელეს.

რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შედგა. ახალციხელ სტუდენტებსა და მოსაწავლეებს დაავადების შესახებ აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოსა და ადიგენის საავადმყოფოს ტუბერკულოზის კაბინეტის ექიმები ესაუბრნენ.

ამ ეტაპზე აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში 55 პაციენტია რეგისტრირებული, ამათგან 20-ს მსუბუქი ფორმა აქვს, 34-ს მძიმე. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. იგივეს ამბობენ ადიგენის საავადმყოფოს ტუბერკულოზის კაბინეტშიც. ადიგენში წელს 5 პაციენტი მკურნალობს, გასულ წელს კაბინეტს 8 პაციენტი ჰყავდა, 2012 წელს კი 15.

ადიგენის საავადმყოფოს ტუბერკულოზის კაბინეტის ექიმი მაყვალა მეტრეველი ამბობს რომ, პაციენტების რაოდენობის შემცირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: „დაავადებულებს არ უნდათ საზოგადოებაში გამოჩენა, მითუმეტეს, ექიმთან მისვლა და მკურნალობა. ასევე, პირველი ჯანდაცვის რგოლის ექიმები ვერ ხვდებიან ტუბერკულოზის სიმპტომებს და ჩვენთან დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ ხვდებიან. ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ მედდის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ხდება წამლის მიღება, რაც ეფექტურია“.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ექიმის თამაზ ჯიჯეიშვილი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ტუბერკულიოზთან ბრძოლა ეფექტური გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო ეროვნული პროგრამის მიხედვით მუშაობს. რაოდენობამ ამიტომ იკლო.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართული შეხვედრა პრეზენტაციით დაიწყო. „მესხ ქალთა გაერთიანების“ წევრმა მარი გელაშვილმა დამსწრეებს ტუბერკულოზის ისტორია და ამ კუთხით საქართველოსა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა გააცნო.
შეხვედრის ბოლოს კი თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „პიონერფილმის“ მიერ გადაღებული ფილმი, „ღიმილი“ აჩვენეს.

ტუბერკულიოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს, რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულიოზის გამომწვევი ბაცილა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ტუბერკულიოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისკენ.


რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
ჯანდაცვის სამინისტრო:'მოსაზრება, რომ ტუბერკულოზს ჰაერი კურნავს მითია'
კვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები [Video]