სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

მთავარი 21.03.2014
ჯანდაცვის სისტემის რომელ რგოლში შემორჩა საბჭოთა მმართველობის ნიშნები, რამდენი ექიმი მოდის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე და იმატა თუ არა ერთ სულ მოსახლეზე ჯანმრთელობისათვის დახარჯული თანხების ოდენობამ.

საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა”, საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით, მოიძია ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში ჯანდაცვაში არსებული სისტემის პრობლემური მხარეების გამოვლენას ისახავს მიზნად.

კვლევის შედეგებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების შედეგად ქვეყანაში იკლო ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ, უკანასკნელი მონაცემებით 11,998 საწოლს შეადგენს.

„ამ მაჩვენებლით საქართველო გაუთანაბრდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჰოსპიტალური ბაზარი სრულიად დეფრაგმენტიზირებულია და საშუალოდ ერთ საავადმყოფოზე საწოლფონდი 50-ს არ აღემატება (სულ 240-მე საავადმყოფო), რაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად ართულებს ქვეყანაში ერთიანი სტანდარტის ხარისხიანი ჰოსპიტალური სერვისის მიწოდებას“, - აცხადებენ ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში” კვლევის შედგებზე დაყრდნობით.

მათივე განცხადებით, ირკვევა ისიც, რომ ერთი შეხედვით, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესში საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ჯერ კიდევ ბევრია. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობის მიხედვით რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა (4.24 მაჩვენებლით 1 000 მოსახლეზე) და ორნახევარჯერ აღემატება თურქეთში არსებულ მაჩვენებელს (1.71). ეს მონაცემები, მეტყველებს იმას, რომ საქართველოში ექიმების რაოდენობა კატასტროფულად დიდია, რაც შესაბამისად მათ დეკვალიფიკაციას და დასაქმების პრობლემებს ქმნის.

აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ჯანმრთელობისათვის დახარჯული თანხები გაცილებით დაბალია ამერიკისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ხოლო ამ დანახარჯებიდან 38% კი ფარმაცევტულ ნაწარმზე მოდის. ეს რიცხვი ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში არსებულ მონაცემს (16-17%). ეს მონაცემები რა თქმა უნდა არ არის სრულად წარმოდგენილი და ეს არ ნიშნავს რომ უნდა მოხდეს ექიმების შემცირება ან საწოლების დამატება სწორი ანალიზის გარეშე.

„მიგვაჩნია, რომ შექმნილი პრობლემების მოგვარების გზებმა არ უნდა მიაყენოს ზიანი, არც პაციენტს და არც ექიმს. თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოება ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ კვალიფიციურად უნდა იყოს ინფორმირებული და გადაწყვეტილება აღნიშნული სირთულეების აღმოსაფხვრელად სპეციალისტებთან ერთად უნდა მიიღოს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მომავალში ვეცდებით საზოგადოებას უფრო ღრმა ანალიზით გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში არსებულ ჯანდაცვის მონაცემებზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
2015 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო
გასულ წელთან შედარებით, წელს, იანვარში, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
24 აპრილიდან იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
დღე ავტომობილის გარეშე