FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო

მთავარისამართალი 21.03.2014
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ააიპ ‘ახალციხის ციხის’ დირექტორს, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის დაბრუნება და 9 თვის განმავლობაში მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრა.

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო
ახალციხის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ეკატერინე დგებუაძემ ახალციხის ციხის დირექტორს გუჯა ბიჭაშვილს სასამართლო პროცესი ამჯერადაც მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ახალციხის ციხის წარმომდგენლებმა დგებუაძეს ეთიკური ნორმების დარღვევა ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხის ყოფილი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.

„დგებუაძე სამსახურში უნდა დააბრუნონ და გასული წლის 6 აგვისტოდან 19 აპრილამდე, (ამ დროს შევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში), იძულებით გაცდენილი დღეების ხელფასი აუნაზღაურონ. ანუ 9-ჯერ 420 ლარი უნდა გადაუხადონ“, - გვიხსნის ეკატერინე დგებუაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ახალციხის ციხის იურისტი მარინე გოგოლაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს: „ჯერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, როცა ჩაგვბარდება, გადაწყვეტთ გავასაჩივრებთ თუ არა“.

თუ ახალციხის ციხე საქმეს უზენაესში გაასაჩივრებს, ეკატერინე დგებუაძე უფრო მოგებული დარჩება, ასე ფიქრობს მისი ადვოკატი ეკა აბაშიძე.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისთვის, რომ დგებუაძე ეთიკურ ნორმებს არღვევდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ უზენაესსაც მოვიგებთ“, - აცხადებს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხის დირექტორმა ელგუჯა ბიჭაშვილმა ამავე ციხის თანამშრომელი ეკატერინე დგეუბუაძე სამსახურიდან 2013 წლის 6 აგვისტოს გაათავისუფლა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტი მიუთითა, რაც დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო
ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
ახალციხის ციხემ წაგებული საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის საქმე წარმოებაში მიიღო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო