FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 20.03.2014
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობებში ირწმუნებიან, რომ საძირკვლისა და საყრდენი კედლების აშენებას, ამბულატორიების კონსტრუქციის დასადგმელად, მაისის შუა რიცხვებამდე დაასრულებენ.

სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტმა ამბულატორიის დასამონტაჟებელი ადგილის მოსამზადებლად საჭირო საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გასულ კვირას გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც გამარჯვებულ კომპანიასთან დოკუმენტაცია მოწესრიგდება, ტენდერი უკვე სამუშაოების შემსრულებელის გამოსავლენად გამოცხადდება.

„სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოების შესრულებაზე, მაისის შუა რიცხვებში კი, ის, რაც გვევალება ამბულატორიის ასაშენებლად, დასრულებული გვექნება“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

28 მარტს გამოვლინდება სამუშოების შემსრულებელი კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში. გამგეობაში გვიხსნიან, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დოკუმენტაცია მოწესრიგდება, მშენებლობა დაიწყება.

სავარაუდოდ ორ კვირაში დაიწყება ამბულატორიის მშენებლობა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც.

„მომავალი კვირის დასაწყისში უკვე გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებისთვის. როგორც კი გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან ყველანაირი შეთანხმებას მივაღწევთ, დაიწყება ამბულატორიის მშენებლობა“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი

ადიგენის, ახალციხისა და ასპინძისგან განსხვავებით, ამბულატორიის მშენებლობა უკვე დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე გვიხსნის, რომ სატენდერო თანხა 24,730 ლარს შეადგენდა, მშენებელმა კომპანიამ, „ნიკა 2009“-მ, 16,756 ლარით გაიმარჯვა.

„ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ამბულატორიის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ორ კვირაში უნდა დაასრულდეს“, - ამბობს რევაზ კალაძე.

სამცხე-ჯავახეთში 6 ამბულატორიას მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბულატორია სოფელ სვირში აშენდება, ახალდაბა შეირჩა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელი ხიზაბავრა ასპინძაში, სოფელი ზანავი ადიგენში, სოფელი ბარალეთი ახალქალაქში და სოფელი განძა ნინოწმინდაში.

მუნიციპალიტეტებს მხოლოდ საძირკველის და საყრდენი კედელის გაკეთება ევალებათ, რომლზეც მზა კონსტრუქცია დაიდგმება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ამბულატორია სტანდარტულია, ჯამში 31-33 კვ.მ ფართით, ორი გამათბობელითა და ორი სველი წერტილით.

ამბულატორიების მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ამბულატორიების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
სოფელ სვირში ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა
დასრულდა სოფელ პატარა სმადას ამბულატორიის მშენებლობა ®
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია  მიმდინარეობს ®