FM97.5 / LIVE

ახალციხეში საბითუმო მაღაზია 'იაფი' გაქურდეს

მთავარისამართალი 20.03.2014
ახალციხეში საბითუმო მაღაზია "იაფი", რომელიც ყოფილი "პოპულარის" შენობაშია განთავსებული, გვიან ღამით გაქურდეს. მაღაზიიდან ფული და საქონელი გაიტანეს.

ახალციხეში საბითუმო მაღაზია 'იაფი' გაქურდეს
ქურდობა რუსთაველის 66-ში მდებარე მაღაზიაში დაახლოებით ღამის 3:00 საათზე მოხდა.


„შენობის უკანა მხრიდან, ჯერ ხეზე არიან ასული, შემდეგ კი ხიდან ფანჯარაში არიან გადმოსული. მაღაზია 00:20 საათზე დავკეტეთ და სავარაუდოდ 3:00 საათისთვის გაგვქურდეს", - ამბობს შპს "იაფის" მენეჯერი ხათუნა რიჟამაძე.

მისი თქმით, მაღაზიიდან გატანილია ფული და საქონელი: "1,030 ლარი წაიღეს, რაც იყო უჯრაში. საქონლის ღირებულება ჯერ არ დაგვითვლია, მაგრამ წაღებული აქვთ სიგარეტები ყუთებით, გაზიანი სასმელები, შოკოლადები".

რიჟამაძის განცხადებით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გუშინ ღამითვე მივიდნენ.

ეს შპს "იაფის" გაქურდვის მეორე შემთხვევაა. პირველად თამარაშვილის 4-ში მდებარე მაღაზია დაახლოებით 2 წლის წინ გაქურდეს, მაშინ 23,000 ლარი მოიპარეს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებს დამნაშავე არ გამოუვლენიათ.

"იაფის" გაქურდვის ფაქტს ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ-ის 177 მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს
ახალი წლის ღამეს ახალციხეში სურსათის მაღაზია გაქურდეს
სოფელ აგარაში მაღაზია გაქურდეს
ასპინძაში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში სურსათის მაღაზია გაქურდეს
ვალეში მაღაზია გაქურდეს