FM97.5 / LIVE

რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?

მთავარისამართალი 20.03.2014
ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორი, რომელსაც საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე და 22 დღე ჰქონდა, არ გამოცხადდა;

რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
პროკურორის რევაზ მამადაშვილის ნაცვლად, დღეს, 20 მარტს, სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი გელა მაღრაძე გამოცხადდა.

„რევაზი სამსახურეობრივი საქმის გამო თბილისში გამოიძახეს და ამიტომ ვერ მოვიდა. მართლმსაჯულებას ვეცით პატივი და ამიტომ მის ნაცვლად დღეს სასამართლოში მე გამოვცხადდი“, - განაცხადა პროცესის დაწყებისას გელა მაღრაძემ და დაამატა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და ამიტომ, საბოლოო სიტყვას მამადაშვილის ნაცვლად თავად ვერ წაიკითხავს.

მაღრაძემ პროცესის გადადება 10 დღით ითხოვა.

პროკურორის გამოუცხადებლობასა და მომავალი პროცესის 10 დღით გადადებას დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ადვოკატების განცხადებით, საქმე პროკურატურის მხრიდან საპეციალურად ჭიანურდება.

„ბოლო პროცესი 28 იანვარს გაიმართა, საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ მამადაშვილი მომზადებულიყო“, - განაცხადა პარუნაშვილის ინტერესების დამცველმა გიორგი გელხაურმა.

სიმონ პარუნაშვილი კი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა: „ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და აღარც კი მჯერა, ოდესმე ეს პროცესი თუ დასრულდება“.

პარუნაშვილს ეთანხმება ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარიშვილი: „სასამართლო პროცესებს არჩევნებამდე წელავენ. წარმოიდგინეთ არჩევნების წინ რომ გაამართლოს სასამართლომ პარუნაშვილი, რა მოხდება! ასეც იქნება, სასამართლო გაამართლებს მას და ეს „ოცნებას“, განსაკუთრებით არჩევნების წინ, არ აწყობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალ პროცესზე კიდევ სხვა პროკურორი მოვიდეს“.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ მომავალი სხდომა 4 აპრილს 1:00 საათზე დანიშნა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში დაცვის მხარე მართალია და პროკურორს საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა.

მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე წაიკითხავს საბოლოო სიტყვას, საბოლოო სიტყვისთვის ადვოკატები და ბრალდებულები მოემზადებიან, შემდეგ კი საბოლოო პროცესი, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღე დაინიშნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
პროკურატურა ადიგენის ყოფილ გამგებელს ბრალს ვერ უსაბუთებს?
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი დაიწყო