FM97.5 / LIVE

ახალციხეში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე იმსჯელებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.03.2014
20 მარტს, 14:00 საათზე, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე დისკუსია გაიმართება.

ახალციხეში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე იმსჯელებენ
შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სტუდენტები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე დაგეგმილია პროექტის - „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება" პრეზენტაცია, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პრეზენტაციის შემდეგ კი დისკუსია გაიმართება, რომლის მიზანია აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა უმაღლესი განათლების სარეფორმო პროცესებში.

2013 წელს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).

პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უმაღლესი განათლების სტრატეგია განიხილეს
ახალციხეში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე იმსჯელეს
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა