FM97.5 / LIVE

თვითმმართველი ქალაქი და ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალციხის მუნიციპალიტეტი ოპტიმიზაციის შემდეგ

მთავარიპოლიტიკა 18.03.2014
მას შემდეგ, რაც ახალციხე თვითმმართველი ქალაქი გახდება, მის გაერთიანებაში შევა სოფლები: მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა და ღრელი, დანარჩენი სოფლები კი ოთხ მუნიციპალიტეტში გაერთიანდება: აწყურის, ვალის, ურაველისა და წყრუთის.

თვითმმართველი ქალაქი და ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალციხის მუნიციპალიტეტი ოპტიმიზაციის შემდეგ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მალხაზ ჟუჟუნაძის განმარტებით, საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტები თავისი სიდიდით ევროპაში მეორე ან მესამე ადგილზეა, ამდენად, ეფექტურად რომ მოხდეს მართვა, მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციაა გათვალისწინებული.

ოპტიმიზაციის შედეგად ამჟამინდელი ახალციხის მუნიციპალიტეტი თვითმმართველ ქალაქად და ოთხ მუნიციპალიტეტად დაიყოფა. 47 სოფლიდან 4: მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა და ღრელი რომლის შემადგენლობაშია საფარის მონასტერი, ახალციხის შემადგენლობაში იქნება, დანარჩენი 43 სოფელი კი აწყურის, ვალის, ურაველისა და წყრუთის მუნიციპალიტეტებში გაერთიანდება.

„აწყურის მუნიციპალიტეტში შევა: აწყურის, აგარის, ფერსისა და კლდის საკრებულო; ვალის მუნიციპალიტეტში გაერთიანდება: ქალაქ ვალის, საძელის, პამაჯის, სხვილისისა და წყალთბილის საკრებულო. ერთი გამონაკლისი იქნება ამ შემთხვევაში, სოფელი ივლიტა, რომელიც სხვილისის საკრებულოში შედის და ახალციხეს შეუერთდება. რაც შეეხება ურაველის მუნიციპალიტეტს, აქ შევა ურაველისა და ანდრიაწმინდის საკრებულო. წყრუთის მუნიციპალიტეტში შევა წყრუთის, ელიაწმინდისა და სვირის საკრებულოები“, - გვიხსნის მალხაზ ჟუჟუნაძე.

მისივე თქმით, მოესწრება თუ არა ეს დაყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ჯერ უცნობია.

„ეს არის ჯერ მხოლოდ რეკომენდაცია. სამინისტროდან ჩამოვლენ, მოსახლეობას შეხვდებიან, მათთან ერთად განიხილავენ ამ საკითხს. მოსახლეობასთან განხილვის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - ამბობს ჟუჟუნაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტში ვიზიტს ხვალ, 19 მარტს გეგმავდნენ, თუმცა, შეხვედრა გადაიდო. როდის ესტუმრებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტს, გამგეობაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე
ახალციხის მუნიციპალიტეტში ქონების გაყოფისთვის ემზადებიან
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისთვის, აწყურის და მუგარეთის გუნდები იბრძოლებენ
ახალციხის საკრებულოში 18–ვე მაჟორიტარი 'ოცნებიდან' იქნება
გამგებელი სოფლის რწმუნებულებს ნიშნავს
ფეხბურთის ტურნირში პირველობა აწყურის გუნდმა მოიპოვა