FM97.5 / LIVE

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ

მთავარიეკონომიკა 17.03.2014
278,000- ლარიანი პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრებმა 100-მდე ოჯახმა სასმელი წყალი უნდა მიიღოს; მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომა თუ ქარხნული დეფექტი; რატომ გაჟონა რეზერვუარიდან წყალმა და ვინ გააკეთებს დაზიანებულ ავზს;

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ

70 წლიანი უწყლობა აგარაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში დაახლოებით 100-120 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყალი 70 წელია არ აქვს.

„სოფელი აქ 1944 წელს გადმოსახლდა, იმის მერე მთელ სოფელში მხოლოდ ერთი წყაროა“, - ამბობს სოფელ აგარაში მცხოვრები ამირან ქიმერიძე.

წყარო სოფლის ცენტრშია.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ„წყაროდან სოფლის ბოლომდე თითქმის კილომეტრია. აქედან რომ წყალს აიტანა, რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა. დღევანდელ პირობებში, 21 საუკუნეში, სახლში წყალი რომ არ მოდის, სარეცხის მანქანას ვერ ამუშავებ, აბანოს ვერ გააკეთებ“, - ამბობს ადგილობრივი ელდარ ტალახაძე.

278,000 ლარიანი პროექტი

2013 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი სოფელ აგარაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტისთვის 278,246 ლარი გამოიყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო: შპს „მშენებელი 2004“-მა, „რემმშენი ბორჯომმა“, შპს „ელვამ“ და სს „ჰიდროსაინჟინრო კომპანიამ“. პროექტის შესასრულებლად ყველაზე დაბალი ფასი „ჰიდროსაინჟინრო კომპანიამ“ წარადგინა და ტენდერშიც გაიმარჯვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „ჰიდროსაინჟინრო კომპანიას“ შორის თავდაპირველად ხელშეკრულება 227,000 ლარზე დაიდო. მოგვიანებით კი ცვლილება განხორციელდა და თანხა 242,217 ლარამდე გაიზარდა.

„სოფელ წინუბანში სათავე ნაგებობაა გაკეთებული, საიდანაც შვიდკილომეტრიანი მაგისტრალი მოდის, აგარის თავზე 150 ტონიანი ავზია გაკეთებული, რომელიც მთელ სოფელს უნდა მოემსახუროს. ამ წყლით დაახლოებით 120 ოჯახი ისარგებლებს“, - ამბობს აგარის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული ზაზა გელაშვილი, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის თებერვლამდე მუშაობდა.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენპროექტის თანახმად, სოფელ აგარაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს დასრულდა. ზაზა გელაშვილი ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ წყალი გაუშვეს. ავზიდან, რომელიც სოფლის თავზე, წინუბანი-გურკელის გზაზეა გაკეთებული, ორი მილი გამოდის. გელაშვილის თქმით, ზამთრის განმავლობაში ერთი მილიდან წყალი უწყვეტად მოდიოდა.

„იქვე ღელეა და ის წყალი იქ ჩადიოდა, მთელი ზამთარი გაშვებული გვქონდა რომ არ გაყინულიყო, მოსახლოება მოდიოდა და წყალს იქვე ავსებდა“, - იხსენებს ზაზა გელაშვილი.

დაზიანებული ბასეინი და დატბორილი სახლები

ადგილობრივების თქმით, ავზიდან წყალი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოდიოდა, თუმცა მოგვაინებით წყალმა გაჟონა, რის გამოც წყლის მიწოდება შეწყვიტეს. ავზიდან გაჟონილი წყალი კი დეკანოიძეებისა და ქიმერიძეების სახლებს შორის გამოვიდა. ორივე ოჯახში ამბობენ, რომ წყალს სახლის კედლები არ დაუზიანებია.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ„ბასეინი ალბათ უხარისხო გამოდგა და წყალი სახლის გვერდზე გამოდის. რამდენიმე თვე ჟონავდა, მერე ონკანი დავაკეტინეთ, ვითომ შეაკეთეს, ხელახლა გაუშვეს და ისევ გამოვიდა. კიდევ კარგი წყალი ზემოდან გამოვიდა, ქვემოდან რომ გამოსულიყო, შეიძლება მიწა მოეწყვიტა და დაბლა წამოეღო“, - ამბობს ია ლომიძე.

მისივე თქმით, სერზე მომდინარე წყალი მას შემდეგ შენიშნეს, რაც თოვლი დადნა.

„თოვლი რომ იყო, ვერ გავიგეთ, როცა დადნა, მივხვდით, რომ წყალი გამოდიოდა“, - იხსენებს ია ლომიძე.

მისი მეზობელი ბაბული ქიმერიძე კი ამბობს, რომ მის ეზოში წყალი აღარ გამოედინება: „შეჩერებულია უკვე და თავიდან აკეთებენ. აქამდეც სახლის გვერდზე ჩამოდიოდა და სახლამდე არ შემოუღწევია“.

აგარის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული ზაზა გელაშვილი ირწმუნება, რომ ვიდრე ის ამ პოსტზე მუშაობდა, ავზიდან წყალს არ გამოუჟონია: „ახლა თუ გაჟონა, არ ვიცი, ყინვები იყო, ალბათ გალღვა და რამე დაზიანდა, მე როცა ვმუშაობდი, მაშინ ეს ფაქტი არ ყოფილა“.

წყლის რეზერვუარზე პრობლემა რომ ნამდვილად შეიქმნა, ამას აგარის ტერიტორიული ორგანოს ახალი რწმუნებული მერაბ დვალიშვილიც ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს საგანგაშო არ არის და მშენებელი კომპანია მას ხარვეზის გამოსწორებას დაჰპირდა: „ეს არის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. როდესაც ასეთი მშენებლობები მიმდინარეობს, ზედმიწევნით უნდა დაიცვა, როგორც ბეტონის მომზადების, ბეტონის ხარისხის, ჩასხმის ტექნოლოგიები. რადგან ბასეინმა გაუშვა და ფაქტი სახეზეა, დარღვეულია რაღაც წვრილმანი ტექნოლოგია. ძალიან ხშირი შემთხვევებია, რომ ჰიდროტექნიკური ნაგებობები წყალს აპარებენ“.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენმისივე თქმით, მშენებელი კომპანია ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში კონტროლი გაუწიოს როგორც რეზერვუარის მუშაობას, ასევე ცენტრალურ მაგისტრალსაც.

„მშენებელს შევხვდი, ეს უნდა გააკეთოს სპეციალისტმა. ახალციხელები და მუშები ამას ვერ გააკეთებენ. მან უნდა მოიწვიოს თბილისიდან სპეციალისტები, მოიტანოს სპეციალური საიზოლაციო მასალა. მშენებელი კომპანია დამპირდა, რომ სპეციალისტებს მოიყვანს და გააკეთებს“, - ამბობს რწმუნებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიზეზი, რის გამოც რეზერვუარიდან წყალმა გაჟონა ჯერ ცნობილი არ არის.

„ვიცი, რომ რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ ჯერ არ არის დამტკიცებული არის თუ არა მშენებელის კომპანიის პრობლემა. მშენებელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე სხვა გზა არ აქვს, შემოხსნის ბასეინს მიწას და მდგომარეობას შეისწავლის. დააკვირდება, თუ მართლა დადასტურდა, რომ ბასეინს გასდის წყალი, ის ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს არამარტო ბასეინის, არამედ მთლიანი მაგისტრალის რემონტიც“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ„ჰიდროსაინჟინრო კომპანიის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „სამცხე 21“-ის ხელმძღვანელი გურამ ფარცახაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაზიანების გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებს.

„მითხრეს, რომ რეზერვუარიდან წყალმა გაჟონა,ალბათ თავის დროზე კარგად არ გაკეთდა, ჩასული ვიყავი ორი კვირის წინ, გავაკეთებინე ყველაფერი და ველოდებოდი გაშრობას, რომ რეზერვუარში წყალი ჩაეშვათ, მერე ჩაუშვეს და ალბათ ვინტილი უშვებს, საიდანმე აპარებს. გუშინ კიდევ დავაცლევინე, ორშაბათს ჩავალ და გადავამოწმებ. თუ ვინტილია დაზიანებული, შევაცვლევინებ, ან ქარხნული დეფექტია“, - გვიხსნის გურამ ფარცახაშვილი.

მისივე თქმით, პროექტი რეზერვუარიდან მეორე რეზერუარამდე წყლის ჩამოყვანას და სოფელში გაშვებას ითვალისწინებდა.

„სოფელში ოთხ ადგილზე მიყვანა გვევალებოდა და ყველაფერი გაკეთდა“, - ამბობს იგი.

როდის მიიღებს აგარის მოსახლეობა სასმელ წყალს

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ
მას შემდეგ, რაც აგარში სასმელი წყლის რეზერვუარს საბოლოოდ მწყობრში მოიყვანენ, სოფელში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა დაიწყება. აღნიშნული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული პროექტი გასულ წელს დაიგეგმა, თუმცა, ვერ განხორციელდა.

„გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული იყო აგრეგატის შეძენა, რომელიც წყალს დააკაჩავებდა და მოსახლეობა მიწას მორწყავდა. მაგრამ იმის გამო, რომ დებეტი დააკლდა წყალს, ეს პროექტი შეიცვალა და გადაწყდა, რომ ამ თანხით შიდა ქსელი უნდა გაკეთებულიყო. გასულ წელს ათი ათას ლარამდე იყო გამოყოფილი“, - ამბობს ზაზა გელაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ გასული წლის თანხას, მიმდინარე წელს ამავე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხაც დაემატება და დაქსელვითი სამუშაოები შესრულდება.

„რადგან წყალსადენიც კეთდებოდა, გადაწყვიტეს გასული წლის ათი ათას ლარს და წლევანდელ ათი ათას ლარს შევაერთებთო და მთლიან ქსელს მოვაწესრიგებთ ამითო.ეს გაკეთდება წელს“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

სოფელ აგარაში დატბორვას გადაურჩნენ
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის შევა ექსპლუატაციაში აგარაში ხარვეზებით გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობა
სამი წყაროს იმედად

ვინ წავა ციხეში აგარის რეზერვუარის გამო?

სადავო წყალი
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები