FM97.5 / LIVE

ვინ არის ინგა ვარდიძე

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.03.2014
ვინ არის და სად მუშაობდა მეხუთე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე ინგა ვარდიძე, რა აკავშირებს პოლიტიკასთან და სად მუშაობს, გარდა მეხუთე საჯარო სკოლისა.

ვინ არის ინგა ვარდიძე

ინგა ვარდიძე 1974 წლის 12 მაისს ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა ადიგენში დაიბადა. საშუალო განათლება ამავე, დაბა ადიგენის სკოლაში მიიღო.

1991 -96 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე სწავლობდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს დაბა ადიგენის ბაგა-ბაღში, აღმზრდელად დაიწყო მუშაობა.

1993 წლიდან 2014 წლის 12 მარტამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ინგა ვარდიძეს CV-ში უწერია, რომ მუშაობის განმავლობაში მიღებული აქვს რამდენიმე მადლობა: 1998-1999 წელს, როგორც წლის საუკეთესო მასწავლებელს; 2001 წელს - მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში გამოჩენილი გულისხმიერებისთვის; 2003 წელს - რაიონში ჩატარებულ ღონისძიებაში „მღერიან და ხუმრობენ მასწავლებლები“ მონაწილეობისთვის; 2004 წელს - მათემატიკური ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის; 2007 წელს - სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

2005 წელს დასახელებულია ადიგენის რაიონში კლასის საუკეთესო ხელმძღვანელად; 2008-2009 წლებში I საფეხურის საუკეთესო მასწავლებლად; 2010 წელს კათედრის საუკეთესო ხელმძღვანელად.

არის ირმის ნახტომის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ჩემი გარემო“ გამარჯვებული 2009 წელს.

გარდა ამისა, 2009 წლიდან 2013 წლამდე ყველა სასწავლო წელს დასახელებულია საუკეთესო მასწავლებლად.

ვისგან იღებდა მადლობებს და ეს დამსახურებები და წოდებები მხოლოდ არლის სკოლის ფარგლებში ქონდა, თუ მუნიციპალიტეტის, CV-ის მიხედვით არ ირკვევა. ინგა ვარდიძე კი მოუცლელობის მიზეზით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, ინგა ვარდიძე მუშაობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. 2010 წლიდან იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე განმარტავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვარდიძე ფრაქციის „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი გახდა, მანამდე კი არცერთი ფრაქციის (არც პარტიის) წევრი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, 12 მარტს ინგა ვარდიძე ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მის დანიშვნას პედაგოგები აპროტესტებენ და ამ პოსტზე ნანა დათაშვილის დანიშვნას მოითხოვენ, რომელიც დირექტორის მოვალეობას 11 თვის განმავლობაში, 2013 წლის მაისიდან ასრულებდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

26.05.2020 არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

26.05.2020 Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
დირექტორი, რომელსაც პედაგოგები კარის აჭედვით ემუქრებოდნენ, დღეს ერთხმად აირჩიეს