FM97.5 / LIVE

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა

მთავარიპოლიტიკა 14.03.2014
ადიგენის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. 7 ვაკანსიაზე შესული 111 განცხადებიდან, მეორე ეტაპზე 87 კონკურსანტი გადავიდა და აქედან გასაუბრებაზე 31 მათგანი არ გამოცხადდა.

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
გასაუბრების ბოლო ეტაპი ადიგენის თვითმმართველობაში დღეს, 14 მარტს გაიმართა. დღეს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე ჰქონდათ შეტანილი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე 25 განაცხადი იყო შესული, გასაუბრებაზე კი 15 აპლიკანტი გამოცხადდა.

როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, გასაუბრებამ კარგად ჩაიარა: „საერთო ჯამში, ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ობიექტურად ჩატარდა“.

საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის საბოლოო შედეგებს მომავალი კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის თვითმმართველობაში შვიდ ვაკანტურ პოსტზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. განცხადების მიღება 3 თებერვალს დასრულდა. გამგეობაში 111 განაცხადი შევიდა, აქედან, საბუთების გადარჩევის შემდეგ 85 განაცხადი დარჩა.

გასაუბრების პირველი ეტაპი 11 მარტს გაიმართა. ამ დღეს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი საკრებულოს იურისტისა და მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში მთავარ სპეციალისტის პოზიციებზე ჰქონდათ შეტანილი. გასაუბრება 33 განმცხადებლიდან 25-მა გაიარა. მეორე ეტაპი კი 13 მარტს გაიმართა. ამ დღეს კომისიის წევრებმა რწმუნებულები და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლები შეარჩიეს. გასაუბრებაზე 29 კონკურსანტიდან 16 გამოცხადდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება
ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა
ადიგენის თვითმმართველობაში დღეს რწმუნებულებსა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევენ
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ბორჯომის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა