FM97.5 / LIVE

რას დაჰპირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მეხუთე სკოლის პედაგოგებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2014
რა შედეგით დასრულდა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძის შეხვედრა და რა გადაწყვეტილება მიიღეს მეხუთე სკოლაში.

რას დაჰპირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მეხუთე სკოლის პედაგოგებს
"მართალია ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ, ვითარებით დავინტერესდები. თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დემოკრატიაა და ვერავინ აგიკრძალავთ. უბრალოდ, მე გთხოვთ, საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშალოთ", - ამ შეთანხმებით დასრულდა დღეს, 13 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულთან პედაგოგების შეხვედრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი მაჭუტაძეს მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ია გოგატიშვილმა განგვიმარტა, მხარის რწმუნებულმა პედაგოგებს მოუსმინა და დაჰპირდა, რომ ვითარებით დაინტერესდება და საქმის დეტალებს შეისწავლის.

მოგვიანებით, სკოლაში დაბრუნებულმა მასწავლებლებმა გუბერნატორთან შეხვედრის დეტალები სკოლის პედკოლექტივს გააცნეს.

„გვითხრა რომ დემოკრატიაა და ჩვენი უფლებებისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ. თვითონ ვერ ჩაერევა, მაგრამ გვთხოვა, რომ საგაკვეთილო პროცესი არ ჩავშალოთ“, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ ხვედელიძე.

მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ხვალიდან, გაკვეთილების შემდეგ, პროტესტს კვლავ გააგრძელებენ.

"ყველას შეგვეძლო დირექტორის სერთიფიცირების გამოცდები ჩაგვებარებინა, მაგრამ ნანა დათაშვილის გამო არ გავაკეთეთ ასე. ის არის ღირსეული პიროვნება, ღირსეულად მართავს სკოლას. არ ვაპირებთ ახალი ხელმძღვანელის შემოშვებას. არც ბეჭედს გადავცემთ და ჩვენი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავთ“,- აცხადებენ პედაგოგები.

შეგახსენებთ, დღეს, 13 მარტს, დილიდან, ახალციხის მეხუთე სკოლაში ხმაურია. პედაგოგები და მოსწავლეები ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას აპროტესტებენ. ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრი დილიდან ცდილობდა სკოლაში ვითარების განმუხტვას, თუმცა, სკოლის პედკოლექტივსა და რესურსცენტრს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
მეხუთე სკოლის პედკოლექტივმა საპროტესტო აქცია აღარ გამართა
მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება