FM97.5 / LIVE

ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა

მთავარიპოლიტიკა 13.03.2014
ადიგენის თვითმმართველობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე, გასაუბრების მეორე ეტაპი 29 განმცხადებლიდან მხოლოდ 16-მა გაიარა, დანარჩენები გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ.

ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა
დღეს, 13 მარტს, ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრება იმ კანდიდატებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი შეტანილი ჰქონდათ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სპეციალისტის, ასევე ლელოვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწისა და გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციებზე.

როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თემურ ფეიქრიშვილი განმარტავს, აღნიშნულ ვაკანსიებზე 29 განაცხადი იყო შესული, გასაუბრება კი 16-მა აპლიკანტმა გაიარა.

გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვაკანსიაზე 13 განაცხადი იყო შესული, გასაუბრებაზე 7 აპლიკანტი გამოცხადდა; 2 განაცხადი იყო შესული ლელოვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწის პოზიციაზე და გასაუბრება ორივე განმცხადებელმა გაიარა; მხოლოდ ერთი გამოცხადდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტის დაკავების ექვსი მსურველიდან და 6-მა გაიარა გასაუბრება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სპეციალისტის პოზიციის დაკავების 8 განმცხადებლიდან.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დღესაც ერთი წევრი აკლდა. როგორც თემური ფეიქრიშვილი განმარტავს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე გასაუბრებას ობიექტური მიზეზების გამო არ ესწრებოდა: „ მას სამსახურში საქმე ჰქონდა. რაც შეეხება დავით ოგანესიანს, რომელიც წინა გასაუბრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა, დღეს ის გამოცხადდა“.

ხვალ, 14 მარტს, გასაუბრების მესამე ეტაპი გაიმართება. გასაუბრებას ის კონკურსანტები გაივლიან, რომელთაც განაცხადი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე აქვთ შეტანილი. აღნიშნულ პოსტზეა შესული ყველაზე მეტი, 25 განცხადება.

შეგასენებთ, რომ გასაუბრების პირველი ეტაპი, 11 მარტს გაიმართა. ამ დღეს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი საკრებულოს იურისტისა და მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში მთავარ სპეციალისტის პოზიციებზე ჰქონდათ შეტანილი. აღნიშნულ პოზიციებზე 33 განაცხადი იყო შესული, გასაუბრება კი 25-მა აპლიკანტმა გაიარა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის თვითმმართველობაში დღეს რწმუნებულებსა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევენ
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის