FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პედკოლექტივის, რესურსცენტრის ხელმძღვანელისა და გუშინ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა ისე დასრულდა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
დახურული შეხვედრა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. შეხვედრას ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ინგა ვარდიძე და სკოლის პედკოლექტივი ესწრებოდა. შეხვედრაზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა ეპოვათ. შეგახსენებთ, დღეს დილიდან, ინგა ვარდიძის მისვლას სკოლაში, პედაგოგებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა. მოსწავლეები და პედაგოგები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილ მოვალეობის შემსრულებელს, ნანა დათაშვილს ითხოვენ.

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ხათუნა ხმალაძემ და ინგა ვარდიძემ შეხვედრა დატოვეს. ინგა ვარდიძის ოთახიდან გასვლას პედაგოგები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

შეხვედრიდან რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და ახალმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დირექტორის კაბინეტში გადაინაცვლეს და ყოფილ მოვალეობის შემსრულებელს, ნანა დათაშვილს, ბეჭდის გადაცემა მოსთხოვეს. დათაშვილის გადაწყვეტილებას ბეჭდის გადაცემის შესახებ, სკოლის პედაგოგების უკმაყოფილება მოჰყვა.

მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ ინგა ვარდიძეს დირექტორის კაბინეტის კარს აუჭედავენ. ისინი ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილი დარჩეს, რომელიც ამ პოსტზე 11 თვეა, სკოლიდან ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის წასვლის შემდეგ მუშაობს.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება

განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო