FM97.5 / LIVE

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2014
„წადი, ჩვენ გვინდა ნანა მასწავლებელი!“ „აღდგეს სამარათალი, დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი ნანა დათაშვილი“, - ამ ტრანსფარანტებით ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლაში ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებენ. პროტესტს უერთდება პედკოლექტივიც.

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ინგა ვარდიძე მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ დღეს, 13 მარტს, დილით წარუდგინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, ინგა ვარდიძე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გუშინ, 12 მარტს დაინიშნა. მან ამ პოსტზე ნანა დათაშვილი შეცვალა, რომელიც მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას 11 თვის განმავლობაში ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ყოფილ დირექტორს, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დედას, ჟენია მერაბიშვილს, სკოლა დაატოვებინეს.

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაშიინგა ვარდიძის მისვლას მეხუთე საჯარო სკოლაში დილიდანვე ხმაური მოჰყვა. მართალია, სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მოსწავლეები პირველივე შესვენებაზე გარეთ გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია დაიწყეს. პროტესტი თავიდანვე გამოხატეს სამასწავლებლოში შეკრებილმა პედაგოგებმაც. მასწავლებლები სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან, მოსწავლეები კი აცხადებენ, რომ აქცია ყველა შესვენებაზე განახლდება: „იქამდე გავაპროტესტებთ, ვიდრე ნანა მასწავლებელი არ გვეტყვის დაიშალეთო“.

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაშინანა დათაშვილი ამბობს, რომ ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჟენია მერაბიშვილის წასვლიდან 60 დღის ვადაში უნდა დაენიშნათ: „11 თვეა მე ვასრულებ ამ მოვალეობას და თუ უნდა დაენიშნათ, აქამდე რატომ არ დაინიშნა?!“

ნანა დათაშვილმა დირექტორობის შესარჩევი გამოცდის მეორე ეტაპი, გასაუბრება ვერ გაიარა. ინგა ვარდიძე კი სერტიფიცირებული დირექტორია.

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაშიინგა ვარდიძის თქმით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროტესტი იმით არის გამოწვეული, რომ მას არ იცნობენ: "როცა კარგად გამიცნობენ, მიხვდებიან, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის კარგი უნარ-ჩვევები მაქვს".

"სამხრეთის კარიბჭე“ მეხუთე სკოლაში რჩება და დეტალებს იკვლევს. როგორ განვითარდება სკოლაში მოვლენები, ეტაპობრივად გიამბობთ.

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება