FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგეობაში 42 პოსტზე კონკურსი გამოცხადდა

მთავარიპოლიტიკა 11.03.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებსა და სპეციალისტებს, ასევე, გამგეობის სამსახურების უფროსებსა და მეხანძრე-მაშველებს შეარჩევენ.

ასპინძის გამგეობაში 42 პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ჯამში 42 პოსტს ეხება. კონკურსი ორ ეტაპად: 4 და 5 მარტს გამოცხადდა. დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაც.

კომისიამ უნდა შეარჩიოს ასპინძის მუნიციპალიტეტში შემავალი 7ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და ამ 7 ტერიტორიული ორგანოს 13 მთავარი სპეციალისტი.

ასევე, 4 სამსახურის უფროსი, კერძოდ: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი; ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი; სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი; ერთი განყოფილების უფროსი - სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

გარდა ამისა, კონკურსის წესით შეარჩევენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში 9 მეხანძრე-მაშველს, 4 მძღოლსა და 3 სპეციალისტ-ათმეთაურს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ საბუთების მიღება ელექტრონულად წარმოებს და 13 მარტს დასრულდება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე საბუთებს შეარჩევენ, მეორე ეტაპი კი გასაუბრება იქნება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაკომპლექტდა. კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძეა. თავმჯდომარის მოადგილე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

კომისიის წევრები არიან: ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ველიჯანაშვილი ; საკრებულოს წევრი დომენტი ზაზაძე; სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი ნანა ზუბაშვილი; ახალციხის ბიზნეს-ცენტრის დირექტორი გოჩა ათოშვილი; საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი, ბორჯომის რ/კომიტეტის წარმომადგენელი თემურ ხუხუნაიშვილი და კობა გურგენიძე, დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ყველაზე მოთხოვნადი სახანძრო-სამაშველო სამსახური აღმოჩნდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში 41 პოსტიდან ვაკანტური მხოლოდ 1 დარჩა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი დეკემბერში ჩატარდება
ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა