”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 06.07.2012
რა პრობლემები აქვს არასამთავრობო სექტორს და რა არის საჭირო მისდამი ნდობის გაზრდისთვის - ამ საკითხებზე დღეს ახალციხეში ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა

შეხვედრა ”დემოკრატ მესხთა კავშირის” საკონფერენციო დრბაზში შედგა და მას არასამთავრობო ორგანიზაციაა და ადგილობრივი მედია-საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” რეგიონებში ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებაზე მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ადგილობრივ მედიასთან აქტიური ურთიერთობა. ამ გზით გაიზრდება საზოგადოების ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ.

- ”თითქმის 20 წელია. რაც ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი ვითარდება, მაგრამ არაერთხელ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ნდობა ამ ორგანიზაციების მიმართ ისეთი არ არის, როგორც საჭიროა”,- ამბობს ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თემურ ჯალიაშვილი და აქვე დასძენს, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის, მათი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობენ: ”პირველ რიგში ამაზე თავად ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ. საჭიროა ახალი იდეების მოძიება”.

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა სტუმრებს 2011 წელს ორგანიზაციის მიერ გადაღებული ფილმიც უჩვენეს, სადაც საუბარია იმაზე, როგორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები ადრე, რას ფიქრობდნენ მათზე მოქალაქეები და რატომ უცხადებდნენ სრულ უნდობლობას.

”ფილმში არის ანალიზი, რატომ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა. ასევე საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმისთვის, რომ მოიპოვონ საზოგადოების ნდობა და მივიდნენ იმ შედეგებამდე, რისთვისაც არსებობენ”,- ამბობს თემურ ჯალიაშვილი.

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” ანალოგიური შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ლაგოდეხში. მომდევნო შეხვედრა გორში გაიმართება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
არასამთავრობოები 'სამოქალაქო კვირეულს' იწყებენ [Video]
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს