FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 11.03.2014
ქალაქ ახალციხეს არც დასუფთავების პრობლემა აქვს და ნაგავსაყრელიც კეთილმოწყობილია, თუმცა, პრობლემად რჩება ნარჩენების გატანა სოფლიდან.

ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
რა მდგომარეობაა საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით, რა ხდება ამ მიმართულებით განვითარებულ ქვეყნებში და რა გამოცდილებას იზიარებს საქართველო - ამ საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ისაუბრეს. შეხვედრა პროექტის, „დავასუფთავოთ საქართველოს“, ფარგლებში გაიმართა.

„სხვა, ბევრი მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ახალციხეში კეთილმოწყობილი ნაგავსაყრელია. მასზე ნარჩენების გატანა ნაკლებად არის გარკვეული რისკის შემცველი, როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პრობლემა ისაა, რომ სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა ვერ ხერხდება“, - ამბობს პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო“ ნარჩენების მართვის ექსპერტი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელოი ხათუნა ჩიკვილაძე.

ახალციხის დასუფთავება შპს "კეთილმოწყობას" ევალება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ ნაგვის ურნებს, ყოველდღე ცლიან, ახალციხის შიდა ქუჩებზე კი ნაგავმზიდები გარკვეული განრიგით, კვირაში ორჯერ მიდის.

„ნარჩენების შეგროვება ხდება კონტეინერებით და ხვდება ახალციხის ცენტრალურ ნაგავსაყრელზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში კონტეინერები ბევრგან დგას და მოსახლეობა მიჩვეულია ისარგებლოს ამით, მაინც არის ცალკეული შემთხვევები, რომ ნაგავს უმისამართოდ ყრიან, განსაკუთრებით ქალაქგარეთ“, - ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელი ამირან ნოზაძე.

"კეთილმოწყობა" ზრუნავს ქალაქ ვალესა და სოფლების: სხვილისისა და წნისის დასუფთავებაზე. დანარჩენი სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ გამოაქვთ.

"კეთილმოწყობას" ნარჩენები ახალციხის ცენტრალურ ნაგავსაყრელზე გააქვს, რომელიც სოფელ ჭაჭარაქში მდებარეობს. აღნიშნული ნაგავსაყრელი გასულ, 2013 წელს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელებენ
ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური ემსახურება