FM97.5 / LIVE

წინასწარი პატიმრობა 100 ლარი ქრთამის გამო

მთავარისამართალი 11.03.2014
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის მცველს, რომელიც 8 მარტს, შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი პატიმრობა 100 ლარი ქრთამის გამო
ახალციხეში თისელის სატყეო უბნის მცველმა შალვა.გ-მ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას თავი წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო. იგი გირაოს 3000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარემ კი შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ დააყენა.

მოსამართლე გია ბერაიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, შალვა გ-მ, თისელის სატყეო უბნიდან საშეშე მერქნის სისტემატურად გამოტანის სანაცვლოდ, ამავე სოფლის მკვიდრისგან, ქრთამი, 100 ლარი აიღო.

„ჰქონდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს სისტემატური ხასიათი, ეს საქმეში ამ დრომდე არსებული მასალებიდან არ ჩანს“, - ამბობს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე რამაზ აიწურაძე.

შალვა გ. და მამუკა ე. შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძება სსკ–ის 338–ე მუხლით მიმდინარეობს. მამუკა ე-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ, 10 მარტს შეეფარდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სატყეო უბნის  მცველს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა
აბასთუმნის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
2 დაკავებული და 14 სამსახურიდან გათავისუფლებული ტყის მცველი 8 თვეში
ბოლაჯურის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა