FM97.5 / LIVE

2 დაკავებული და 14 სამსახურიდან გათავისუფლებული ტყის მცველი 8 თვეში

მთავარისამართალი 10.03.2014
8 თვის განმავლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურიდან, ქრთამის აღების გამო 14 ტყის მცველი გაათავისუფლეს და 2 დააკავეს. რამდენი ლარი აიღეს ტყის მცველებმა ტყიდან ხის მოჭრის სანაცვლოდ;

2 დაკავებული და 14 სამსახურიდან გათავისუფლებული ტყის მცველი 8 თვეში
„არცერთი არ აღიარებდა, მე ამის გამკეთებლი ვარო, მაგრამ, მათ შესახებ ინფორმაცია მქონდა, რომ ფულს იღებდნენ. ამიტომ, ვიბარებდი, ვაწერინებდი განცხადებას და სამსახურიდან ვათავისუფლებდი“, - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსი ლევან ხოზრევანიძე და თან გვიჩვენებს ჟურნალში 18 თებერვლის ჩანაწერს: "მამუკა ე. იღებს ფულს".

მამუკა ე. და შალვა გ. 8 მარტს, შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

„მამუკას შესახებ ვიცოდი. 18 თებერვლას დავიბარე სამსახურში, მაგრამ ამოიწყვიტა ოჯახი, მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილაო. გავაფრთხილე, რომ პირადად გავაკონტროლებდი და სამსახურში სამუშაოდ დავტოვე“, - ამბობს ხოზრევანიძე.

მისგან განსხვავებით, დადებითად ახასიათებს ხოზრევანძე შალვა გ-ს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის ისეთი რთული სატყეო უბნის მცველად დანიშნეს როგორიც თისელია, აქ უკანონო ჭრები და ბრაკონიერობა შეწყდა.

„მამუკა ე-მ 50 ლარი, შალვა ბ-მ კი 100 ლარი აიღო თისელში მცხოვრები მარშუტკის მძღოლისგან იმ პირობით, რომ ის ტყეში შევიდოდა, საშეშე მერქანს მოჭრიდა და გამოიტანდა. ანუ ორივემ ერთი პირისგან აიღო ქრთამი. თუმცა ხე ჯერ არც ახალციხის და არც ადიგენის სატყეო უბანში არ მუჭრიათ, წინასწარ აიღეს ფული“, - გვიყვება ხოზრევანიძე.
მამუკა ე. 5, შალვა გ. კი დაახლოებით 3 თვეა რაც ტყის მცველებად დაინიშნენ. ისინი ხელფასს ხელზე თვეში 460 ლარს იღებდნენ.

„მათ ადგიზლე ალბათ მოვალეობის შემსრულებლებს დავნიშნავთ. ეს იქნება კარგი გაფრთხილება იმისთვის, რომ ამის შემდეგ მსგავსი ქმედება სხვამაც არ ჩაიდინოს“, - აცხადებს ხოზრევანძე .

მამუკა ე-ს და შალვა გ-ს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. პროცესი ახალციხის სასამართლოში უკვე დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა
წინასწარი პატიმრობა 100 ლარი ქრთამის გამო
ადიგენის სატყეო უბნის  მცველს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომში სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს