FM97.5 / LIVE

ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს

მთავარიეკონომიკა 10.03.2014
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასპინძისა და ახალციხის სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს რიტუალების სახლებს სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება ცვლის.

ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს
ასპინძასა და ახალციხეში სოფლის კრებების ჩატარება 26-27 თებერვალს დაიწყო და დღეს, 10 მარტს სრულდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, მოსახლეობა წელს პრიორიტეტად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასახელებს.

„მხოლოდ ერთ სოფელში, კლდეში დაასახელეს რიტუალების სახლი. ფაქტობრივად, აქ რიტუალების სახლი არ აქვთ, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია და საბოლოოდ უნდა დასრულედეს. ამ ერთ შემთხვევას დავუშვებთ გამონაკლისის სახით, რადგან მითითება იყო, რომ რიტუალების სახლს მოეშვითო“, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

სასმელი და სარწყავი წლის სისტემების მოწესრიგება ლიდერობს ასპინძაში შერჩეულ პრიორიტეტებშიც. რიტუალების სახლი მხოლოდ ორ სოფელში შეარჩიეს.
„რამდენიმე სოფელში სარწყულებელი არ აქვთ და მოსახლეობამ პრიორიტეტად სწორედ ეს დაასახელა. ზოგ სოფელში გარე-განათების გაკეთება მოითხოვეს, ზოგან კი სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

შეგახსენებთ, სოფლის კრებებზე ადგილობრივებს სოფლის საჭიროებები უნდა გამოეკვეთათ. კრებების დასრულების შემდეგ სოფლის რწმუნებულები მუნიციპალიტეტების გამგეობებში სხდომის ოქმს წარადგენენ, რომელშიც ყველა სოფელში დასახელებული პრიორიტეტები იქნება გაწერილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მეექვსე წელია მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასული წლის მსგავსად, წელსაც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. გასული წლისგან განსხვავებით, წელს გარდამავალი პროექტები აღარ იქნება. შეგახსენებთ, 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში 460 პროექტი განხორციელდა და აქედან 5 გარდამავალში გადავიდა. გასულ წელს სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: 26% რიტუალების სახლი, 26% გზის რეაბილიტაცია, 14% წყლის სისტემის მოწესრიგება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

23.05.2020 სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

23.05.2020 მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა

უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში  მესხეთში საპროექტო სამუშაოები დაიწყო