FM97.5 / LIVE

ახალციხელები ახალ მინისტრთა კაბინეტის შესახებ

მთავარიპოლიტიკა 05.07.2012
ახლად დანიშნული მინისტრთა კაბინეტი მუშაობას დღეიდან შეუდგა. რას ფიქრობენ ახალციხელები მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ

ახალციხელები ახალ მინისტრთა კაბინეტის შესახებ

ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი საკანონმდებლო ორგანოს გუშინ წარუდგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ბაჩო ახალაია იკავებს, თავდაცვის სამინისტროს დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად კი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.

ახალციხეში მოსახლეობის განწყობა სამთავრობო ცვლილებების შესახებ არაერთგვაროვანია. ” სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გამოკითხული 27 რესპონდენტიდან ნაწილი ახლად დანიშნული მინსიტრთა კაბინეტის შესახებ ინფორმირებული არაა, მათ მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინსიტრის შესახებ იციან. ამდენად, მათი განწყობა სხვა ახლად დანიშნული მინისტრების მიმართ ინდიფერენტულია.

80 წლის ლილი ზუმბაძეს იმედი აქვს, რომ ის დაპირებები, რომლებიც მთავრობაში გაჟღერდა, აუცილებლად ასრულდება: ”რასაც დაგვპირდნენ იმის მეოთხედიც რომ აასრულონ, კმაყოფილი ვიქნები. კარგი იქნება თუ დაგვაზღვევენ და რაღაცითაც დაგვეხმარებიან”.

იმედით უყურებს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს გიული გაჩეჩილაძეც: ”ქალაქში წინსვლა იგრძნობა, რაბათი უმაღლეს დონეზე კეთდება, რამდენიმე წელიწადში ვეღარ ვიცნობთ ახალციხეს. ალბათ სამთავრობო ცვლილებებიც მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას”.

ამირან ჩილაშვილის თქმით, ისეთი ჭკვიანი პოლიტიკოსის დაწინაურება, როგორიც ვანო მერაბიშვილია, ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება: ”დიდი პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ პოლიტიკაში საკადრო ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო. მჯერა მერაბიშვილის”.

ჩილაშვილი აქცენტს სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ცვლილებებზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით საქმე წინ წავიდა: ”თუნდაც ის, რომ ტრაქტორებით მოგვამარაგეს და წელს უფრო მეტი მიწა მოიხნა, ვიდრე გასულ წლებში, ეს ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.”

ახალ პრემიერ მინსიტრის დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს ავთანდილ ლომიძე: ”წინასწარ ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დაპირება ერთია და შესრულება მეორე.”

რადგან მისი კუთხის შვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, თამაზ ინასარიძე დარწმუნებულია, რომ საცხე-ჯავახეთს ამის შემდეგ მთავრობიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა: ”იმედი მაქვს, რომ ჩვენ რეგიონს მერაბიშვილი ამის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესად მიხედავს. კარგი იქნება სოფელსაც ცოტა მეტ ყურადღებას თუ მიაქცევენ, ისე რომ გლეხმაც ამოისუნთქოს”.

პენსიონერ მაყვალა დურგლიშვილს ყველაზე მეტად დაზღვევა და პენსიის მომატება ახარებს: ”გვპირდებიან პენსია უნდა მოგიმატოთ და დახმარება უნდა მოგცეთო, ალბათ გვეშველება რაღაცა. სხვა მინისტრებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პრემიერი ჩვენი კუთხის შვილია და ალაბათ უფრო მეტად შესტკივა გული ჩვენზე”.

მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს ნუგზარ გზირიშვილი: ”20 წელია მანქანის ნაწილებს ვყიდი, არცერთი მთავრობის დროს ჩემთვის არაფერი შეცვლილა, როგორც მომაქვს ისე მიმაქვს უკან სახლში. ჩემისთანა ხალხისთვის არაფერი იცვლება. ვინც არ უნდა მოვიდეს ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს, საწყალ ხალხზე არავინ ზრუნავს”.

ავთანდილ ქაფიანიძის აზრით, კი ”საკადრო ცვლილებებს მაშინ ექნება აზრი, როცა გლეხზეც იზრუნებს ვინმე”.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
როგორ აფასებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სამთავრობო ცვლილებებს
ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა
პოლიტიკური ჭადრაკი - საკადრო ცვლილებები მთავრობაში
შეცვლილი განწყობა თუ გამქრალი შიში
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა