ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან

მთავარისაზოგადოება 07.03.2014
ვალეში მცხოვრები მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ვალეში დაბრუნებას ითხოვს.

ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
ვალეში მცხოვრები მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებაზე მსჯელობას სასწრაფო დახმარების სამსახურზე საუბრით იწყებს. აქ ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ვალეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა აღარ ჰყავს, არაერთი მოქალაქე გადაუდებელი დახმარების გარეშე რჩება.

„ქალაქის ტიპის დასახლება ვართ და ერთი ბრიგადის არსებობა აუცილებელია. დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალციხიდან ბრიგადას ისე დააგვიანდა ამოსვლა, ადამიანი გარდაიცვალა“, - გვეუბნება მერი ლაკლაკიშვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის აუცილებლობაზე საუბრობს ვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილიც.
“მოსახლეობის, განსაკუთრებით კი პენსიონერების მოთხოვნა იყო, რომ არ გაუქმებულიყო ვალეში სასწრაფო. 12.000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს ამ ზონაში“, - ამბობს იგი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ვალედან ახალციხეში ორი თვის წინ, გასული წლის დეკემბერში გადავიდა. ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეს“ სასწრაფო დახმარების ექიმები მომხდარში ვალეს მცხოვრებლებს ადანაშაულებენ.

„ვერ მონახეს ნორმალური ადგილი, რომ ბრიგადა ყოფილიყო. არ იყო შესაბამისი პირობები, საპირფარეშო ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერ შეხვიდოდი“, - ამბობს სასწრაფო სამდიცინო დახმარების ექიმი ეთერ ყულიჯანიშვილი.

მედიკოსების ნათქვამს უსაფუძვლოს უწოდებს ელიოზ ბარბლიშვილი: „როგორც კი შენობაზე დაიწყო საუბარი, შევთავაზე, რომ გამოვყოფდით ერთ ოთახს. ეს მიზეზი ნამდვილად არ არის“.

„უნიმედი სამცხეში“ ირწმუნებიან, ბრიგადის ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ ვალეში გამოძახებაზე გასულ ჯგუფს არასოდეს დაუგვიანია: „7 წუთში ავდივართ ვალეში. ეგრე რომ ვიმსჯელოთ, აწყურშიც გვინდა ბრიგადა და ურაველშიც. ამდენი ბრიგადა სად არის?!“

„უნიმედი სამცხეს“ მფლობელი კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვალეში ბრიგადის დაბრუნება არ იგეგმება. უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურები სახელმწიფოს უნდა გადაეცეს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამინისტროსთან. როცა გაირკვევა რა როგორ იქნება, მერე შემეძლება ზუსტი პასუხი გაგცეთ“, - ამბობს თეო ლალიაშვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გასული წლის 5 დეკემბერს ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ახალი იურიდიული პირის შექმნაზე მუშაობს. ახალმა სისტემამ სასწრაფო დახმარების სამსახურის სწორი მენეჯმენტი უნდა უზრუნველყოს.

რას გულისხმობს მინისტრი სწორ მენეჯმენტში, ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტია ის, რომ ამ ეტაპზე ვალეში სასაწრაფო დახმარების ბრიგადის დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხი არც კი განიხილება. ადგილობრივებს ერთადერთ გამოსავლად ლოდინი რჩებათ, მათი ბედი იმაზეა დამოკიდებული, რა შეიცვლება სასწრაფო დახმარების მუშაობაში მას შემდეგ, რაც აღნიშნული სამსახური სახელმწიფო მმართველობაში გადავა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
ორი ავარია ერთ თვეში – ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
ჭელის რწმუნებულის ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა